თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს (+ვიდეო)
თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს (+ვიდეო)
ძაღლი ყოველთვის ინტერესით უახლოვდება ნებისმიერ მისთვის უცნობ ადგილს, გორაობს ბალახზე ან ძვრება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა, მისი კანის სტრუქტურა დაზიანდეს ან გამოიწვიოს ალერგია. ის იწყებს ქავილს და კანის ფხაჭნას. პატრონების უმეტესობამ არ იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა, თუმცა, არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც თქვენს ძაღლს დაეხმარება, თავი კომფორტულად იგრძნოს.

ამ ხსნარის მომზადებას თავად შეძლებთ. ეს ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ.

ვაშლის ძმარი - 1/2 ჭიქა; 

მწვანე ჩაის ნაყენი - ½ ჭიქა;

გამოხდილი წყალი - 1 ჭიქა;

სპრეის ბოთლი.

როგორ
მოვამზადოთ?


პატარა თასში ჩაასხით ვაშლის ძმარი;

Zooclub

მწვანე ჩაი მოამზადეთ ადუღებულ წყალში და დააცადეთ გაგრილება, ხოლო
შემდეგ დაუმატეთ ვაშლის ძმარს;

Zooclub

ნაყენს ასევე დაუმატეთ გამოხდილი წყალი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ სპრეის ბოთლში.

Zooclub
Zooclub

ხსნარი ძაღლს დაასხით კანის იმ ადგილებზე, სადაც იქავებს. ის მალევე განთავისუფლდება ამ დამღლელი პრობლემისგან.

Zooclub

იხილეთ ვიდეო

შენიშვნა: თუ შინაურ ბინადარს შეამჩნიეთ ბუდობრივი ბეწვის ცვენა ან კანზე გამონაყარი, ეს ხსნარი ვერ დაეხმარება სავარაუდო დაავადების თავიდან აცილებაში. ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

ასევე იხილეთ:

აქვს თუ არა თქვენს ცხოველს კანის დაავადება?

როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში ცხოველებ

ა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?