აუცილებელია თუ არა ძაღლისთვის თბილი ტანსაცმელი?
აუცილებელია თუ არა  ძაღლისთვის თბილი ტანსაცმელი?
მსოფლიოში ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან - ძაღლების მოყვარულები და ყველა დანარჩენი. ეს ხუმრობით, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც "ერთადერთი ცხოველი" არსებობს და ეს ძაღლია. 

სახლში მცხოვრები ძაღლი, მოდარაჯე/მცველი ძაღლებისგან განსხვავებით, გამოყვანილია სელექციონერების მიერ. ისინი სპეციალურ მოვლას საჭიროებენ. მათი ორგანიზმი კლიმატურ ცვლილებებთან მგრძნობიარეა, ამიტომ გარკვეული ჯიშებისთვის სითბო აუცილებელია.

ქურთუკი

ძაღლს, რომელსაც მოკლე ბეწვი აქვს (განსაკუთრებით კი ბინაში მცხოვრებს), სასურველია, სეირნობისას ჩააცვათ თბილი ქურთუკი. გრძელბეწვიანი ცხოველის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტეთ, თუ ხვდებით, რომ სცივა შეგიძლიათ სეირნობ
ისას თბილ ტანსაცმელში გამოაწყოთ.

ასაკი

თუ გყავთ ასაკოვანი ძაღლი, ის ცივი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ სითბო მისთვის აუცილებელია. თუ გცივათ, სავარაუდოდ თქვენს ასაკოვან
ძაღლსაც აწუხებს სიცივე. ხნიერი ძაღლი, ხშირად იტანჯება სხვადასხვა დაავადებით. მაგალითად, ართრიტითა და მეტაბოლიზმით, რაც სიცივეში ორმაგ დისკომფორტს უქმნის.

ჯანმრთელობა

თუ ძაღლმა გადაიტანა რაიმე დაავადება ან იტანჯება ქრონიკული სენით, მისთვის სითბო აუცილებელია. ძაღლი, რომელსაც ოსტეოართრიტი აწუხებს, ეცადეთ, რომ ყოველთვის თბილად იყოს. ასევე, ცხოველისთვის, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიღო, ორგანიზმის ტემპერატურის შესანარჩუნებლად თბილი გარემო მნიშვნელოვანია.

ჯიში

ძაღლს, რომელსაც დაბალი თივთიკი აქვს, სეირნობისას ჩააცვით თბილი ქურთუკი. ასევე, გამხდარი აღნაგობის ცხოველსაც სჭირდება ტანსაცმელი. არის ჯიშები, რომლებიც ცივ ამინდში თავს კომფორტულად გრძნობენ (ჰასკი, სამოედი, მასტიფი ა.შ.). ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი პატარა ბავშვივითაა, მისთვის სითბო აუცილებელია, როგორც სახლში, ისე ეზოში სეირნობისას. იგივე შეიძლება ითქვას გრეჰაუნდზეც, რომელსაც დაბალი თივთიკი აქვს.

და ბოლოს, ყოველი მზრუნველი პატრონი თავად ხვდება სჭირდება თუ არა სეირნობისას მის ბინადარს თბილი ტანსაცმელი. ძაღლის აყვანის დღიდან, ჩვენ თავად ვარჩევთ, თუ როგორ გარემოში უნდა მოახდინოს მან ადაპტაცია. შედეგად, მარტივია იმის მიხვედრა, საჭიროებს თუ არა ცხოველი დამატებით სითბოს, ვიდრე მისი სხეულის ტემპერატურაა.

ასევე იხილეთ:

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როცა ძაღლს პარკში ასეირნებ

6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს

ეიძლება თუ არა, ძაღლს საღრღნელად მისცეთ ძვალი?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?