გამოიგონეს ძაღლების ტანსაცმელი, რომელიც სახლში ცხოველის ბეწვის გავრცელებას ხელს უშლის (+ფოტო)
გამოიგონეს ძაღლების ტანსაცმელი, რომელიც სახლში ცხოველის ბეწვის გავრცელებას ხელს უშლის (+ფოტო)
ამერიკულმა ფირმა "Shed Defender"-მა შექმნა ძაღლის სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც განგურის დროს სახლში ცხოველის ბეწვის გავრცელებას უშლის ხელს. ტანსაცმელი სხვადასხვა ფერისაა, მატერია მჭიდროდაა შემოტმასნული და თავისა და თათების გარდა ცხოველის მთელ სხეულს ფარავს.

"Shed Defender"-ის ხელმძღვანელი ტაისონ უოლტერი ამბობს, რომ ჰყავს დიდი სენბერნარი ჰარლი, რომელსაც მუდამ ცვიოდა ბეწვი, რაც პრობლემას ქმნიდა.

”მიუხდავად იმისა, თუ რამდენად ხშირად ვასუფთავებდი სახლს ბეწვისგან, ის მაინც ყველგან იყო მოდებული. ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას დიდი ხანია უშედეგოდ ვეძებდი”.

ოთხი წლის შემდეგ უოლტერმა შეიმუშავა ის, რაც ცხოველების ტანსაცმლის სფეროში
შეიძლება ნამდვილ რევოლუციად იქც
ეს. ახლა, როდესაც მისი ძაღლი ჰარლი ვარდისფერი ტანსაცმლით დასეირნობს, ყველა გაოცებული ეკითხება, ეს რა არის და სად შეუძლიათ შეძენა. უორტერსის თქმით, ვარდისფერი ყველაზე პოპულარული და მოდური ფერია.

ტაისონი გვარწმუნებს, რომ ტანსაცმელი სრულიად უვნებელია ცხოველისთვის და ეკოლოგიურად სუფთაა, ასევე, კომფორტული და უსაფთხოა. მან ბევრ ძაღლს მოარგო მსგავსი ტანსაცმელი, ძაღლები ამ ჩაცმულობას უპრობლემოდ ეგუებოდნენ.

როგორც კომპანიის საიტის გვერდზე ითქვა, ტანსაცმლის გამოყენება ცხოველების მანქანით გადაყვანისას შეიძლება იმისათვის, რომ მანქანის სკამები არ გააჭუჭყიანონ. გარდა ამისა, მისი გამოყენება, ჩვეულებრივ, სიცივისგან დაცვის მიზნით შეიძლება.

სეირნობისას ტანსაცმელი იმითაა მოსახერხებელი, რომ ძაღლი ნაკლებად დაისვრება, ხოლო თავად ტანსაცმლის გასუფთავება ძალიან მარტივია.

მისი ჩაცმა შეიძლება ნაოპერაციები ძაღლისთვისაც. ასევე, ძალიან კარგია იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც კანის დაავადება აქვთ.

მალე ტანსაცმელი ცნობილი სპორტული გუნდების ფერებში გამოვა.

თქვენი ცხოველისთვის ტანსაცმლის შეძენას ფირმის საიტზე შეძლებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
მარიამი
და კონფორტულია? მე არ ვუყიდიდი საწყალი
ლიკა
კატისტვისაც მინდა შავი :D
კ.ლ.
კატისთვის როდის შეიქმნება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?