12 მარტივი წესი, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბინადარი სიცხეში მზის დარტყმისგან
12 მარტივი წესი, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბინადარი სიცხეში მზის დარტყმისგან
ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა გვახსოვდეს, რა საშიში შეიძლება იყოს ცხოველისთვის სიცხე. მათი თერმორეგულაცია არაა სრულყოფილი, ამიტომ უნდა დავიცვათ ისინი გადახურებისგან.


შინაური ცხოველების ყველა პატრონს გაგაცნობთ ამ სასარგებლო რჩევებს.

რჩევა 1: არასოდეს უნდა დატოვოთ ცხოველი დახურულ მანქანაში - ვეტერინარები გვაფრთხილებენ, რომ ეს ძალიან საშიშია!

რჩევა 2: ძალიან ცხელ დღეებში ცხოველი სახლში დატოვეთ.
ძაღლი ასეთ დღეებში სასეირნოდ უნდა გაიყვანოთ დილით ადრე და გვიან საღამოს, როდესაც სიცხე შესუსტდება.
სახლში მის გასაგრილებლად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენტილატორი ან კონდიციონერი.

რჩევა 3: ცხოველებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ
დაშვება სასმელ წყალზე.
სიცხეში ცხოველებსაც აუცილებლად სჭირდებათ ბევრი წყალი. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე -
არც ძალიან ცხელი და არც ცივი.
არ დაგავიწყდეთ წყლის თან წაღება, თუ დიდი ხნით მიდიხართ სასეირნოდ.

რჩევა 5: არეგულირეთ მისი ორგანიზმის ტემპერატურა.
თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ბინადარი გადახურდა, აუცილებლად უნდა გაუზომოთ ტემპერატურა. ძაღლისთვის ნორმალური ტემპერატურაა 37,5–39,3 °С, ეს დამოკიდებულია ასევე ჯიშზე. თუ ტემპერატურა 40.5 °С-ზე მაღლა იწევს, ეს შეიძლება მზის დარტყმა იყოს.


მზის დარტყმის სიმპტომები:

1. გახშირებული სუნთქვა და ნერწყვის ხშირი გამოყოფა. თუ ასეთი ქცევა შეამჩნიეთ, იცოდეთ, დროა უფრო გრილ ადგილას გადაინაცვლოთ.

2. წითელი და მშრალი ღრძილები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ცხოველის ორგანიზმი გაუწყლოებულია. ეს ძალიან საშიშია, განსაკუთრებით სიცხეში.

3. მოთენთილობა და მოძრაობის ცუდი კოორდინაცია. თუ თქვენი ცხოველი მოთენთილია, დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია და ის გონებას კარგავს, ეს შეიძლება, მზის დარტყმის ნიშანი იყოს. გონების დაკარგვისას სჯობს მაშინვე დაუკავშირდეთ ვეტერინარს.


როგორ დავეხმაროთ?

რჩევა 1: გადააადგილეთ ცხოველი უფრო გრილ ადგილას.
თუ თქვენი ცხოველი გადახურდა, უნდა გააგრილოთ. მაგრამ არ ღირს ამის უცებ გაკეთება. საუკეთესო იქნება, თუ თქვენს ბინადარს ზომიერად გრილ ადგილას მოათავსებთ, მაგალითად ჩრდილში.

რჩევა 2: დაალევინეთ გრილი წყალი.
სითხე ცხოველის ორგანიზმს ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბინადარი გადახურდა, მიეცით გრილი წყალი. ამ დროს დაუშვებელია გაციებული წყლის მიცემა, ამას შეიძლება პირიქითი ეფექტი ჰქონდეს.

რჩევა 3: სწრაფ გაგრილებაში წყლის პროცედურები დაგეხმარებათ.
თუ ძაღლი გყავთ, მისი გაგრილება შეიძლება შლანგიდან წყლის მისხმით ან გრილ აბაზანაში ბანაობით. მაგრამ ამასთან, უნდა გახსოვდეთ უსაფრთხოების ზომების მიღება: არ შეიძლება ძაღლის წყლის ძლიერი ჭავლით დასველება ან ასეთ დროს ძალიან ცივი წყლის გამოყენება. თუ მისი ბანაობა გადაწყვიტეთ, არასოდეს ჩაუშვათ წყალში თავით.

რჩევა 4: გააგრილეთ ძაღლი კომპრესებისა და დაზელვის მეშვეობით.
არსებობს სიცხის დაწევის კიდევ ერთი საშუალება - დაზილეთ ცხოველი სველი პირსახოცით. პირსახოცით შეიძლება კომპრესის გაკეთებაც, თუ მას ბეჭებსა და კისერზე დაადებთ.
სხვა საშუალება - თათების ბალიშები სპირტში დასველებული ბამბით დაუზილეთ. აუცილებელია, ეს ყველაფერი გრილ და კარგად განიავებულ შენობაში გააკეთოთ. ასეთ დროს სპირტი აორთქლებასთან ერთად ცხოველის ორგანიზმს აგრილებს.

რჩევა 5: მიმართეთ ვეტერინარს.
თუ თქვენი დახმარების მიუხედავად, ცხოველს გადახურების სიმპტომები უნარჩუნდება ან თქვენი ძალით ვერ შველით, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.


მოუფრთხილდით თქვენს ბინადარს ცხელ დღეებში!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?