error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/1b25420de657397f52a5a8dee49a8434.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიური სუნით გამოირჩევიან
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიური სუნით გამოირჩევიან
შინაური ბინადრის მოვლა არც ისე მარტივია, როგორც ეს გამოუცდელ პატრონებს ჰგონიათ. სხვა საჭირო პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ძაღლის სისუფთავეზე ზრუნვაც, რათა სპეციიკურმა სუნმა, რომელსაც ცხოველის კანი გამოყობს არ შეაწუხოს ოჯახის წევრები. ამასთანავე,  სუნი შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ და ინფექციურმა დაავადებებმა. 

სპეციალისტების თქმით, ათასობით ჯიშს შორის, გამოირჩევიან ძაღლის ჯიშები, რომლებსაც ეს სუნი ორჯერ მეტად აქვთ და იმაზე მეტ მოვლას საჭიროებენ, ვიდრე სხვა სახეობის ძაღლები.

ბასეტ ჰაუნდი

Zooclub

გრძელყურება და მოკლეფეხება ბასეტს დიდი მზრუნველობა სჭირდება, რადგან ცნობილია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო სუნის მატარებელია. მას
რეგულარულად სჭირდება ყურების გასუფთავება და ბეწვის წმენდა. ბასეტის ჯიშის ძაღლები მიდრეკილნი არიან ალერგიისკენ, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი.

კოკერ სპანიელი

Zooclub

კოკერ სპანიელი საყვარელი, ნაზი და აქტიური ძაღლია, თუმცა, ამ ჯიშის მოყვარულებმა იციან, რომ თუ მის ჰიგიენაზე სათანადოდ არ იზრუნე, არასასიამოვნო სუნი აქვს. ინგლისური და ამერიკული სახეობები მიდრეკილნი არიან ალერგიისკენ, რომელიც ყურისა და კანის ინფექციით ვლინდება.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში მსოფლიოში. ლაბრადორის მოვლა განსაკუთრებულად მეტ დროს მოითხოვს. პატრონი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს მის სისუფთავეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი არასასიამოვნო სუნი სახლის ყველა კუთხეში შეგაწუხებთ. ლაბრადორიც ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლებივით, მიდრეკილია ყურისა და კანის ალერგიისკენ.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ინგლისური ბულდოგი ცნობილია არასასიამოვნო სუნით. სხვა ჯიშებთან შედარებით, ამ სახეობის ძაღლი უფრო მეტად გამოყოფს დორბლს, რომელიც უგროვდება დრუნჩებში. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძაღლს სპეციფიური სუნის აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მის სისუფთავეზე ყოველ დღე არ იზრუნებთ, შესაძლოა, ნაკეცებში კანის ინფექციაც განუვითარდეს.

სენბერნარი

Zooclub

მიუხედავად მისი უზარმაზარი ვიზუალისა, სენბერნარი ძალიან ნაზი ძაღლია. სამწუხაროდ, ინგლისური ბულდოგის მსგავსად, ისიც გამოყოფს დიდი რაოდენობით დორბლს, რომელიც დრუნჩებში გროვდება. ყოველდღიური მოვლის შემთხვევაში, მისი კანის სპეციფიკური სუნი არ შეგაწუხებთ.

ბლადჰაუნდი

Zooclub

ბლადჰაუნდი დიდი ჯიშის ძაღლებს მიეკუთვნება. ის ძალიან კარგად ნადირობს, ასევე მაშველ ჯიშად მოიხსენიება. მასაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რადგან ბლადჰაუნდიც ითვლება სპეციფიკური სუნის მქონე ჯიშად.

შარ პეი

Zooclub

ამ ჩინურ ჯიშს სახის უცხო მოყვანილობითა და ნაოჭებით, იოლად გამოარჩევთ სხვა სახეობებისგან. შარ პეის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით - ნაკეცებს შორის სისუფთავე, რათა კანის ინფექცია არ განუვითარდეს, რის შედეგადაც მის სხეულზე არასასიამოვნო სუნის გაქრობა რთულია, მაგრამ რეგულარული მოვლის შემთხვევაში სპეციფიკური სუნის თავიდან აცილება მარტივია.

მასტიფი

Zooclub

მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის მასტიფი არსებობს, თუმცა, მათ ერთნაირი კანის სტრუქტურა აქვთ. სენბერნარისა და ბულდოგის მსგავსად, ეს სახეობაც დიდი რაოდენობით დორბლს გამოყოფს. მასტიფი მიდრეკილია კანის ინფექციისკენ, ამიტომ მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

მოპსი

Zooclub

ეს პატარა ძაღლი არაერთი ცხოველთა მოყვარულის საყვარელი ჯიშია. სამწუხაროდ, ეს სახეობაც მიდრეკილია ყურისა და კანის ინფექციისკენ. ამასთანავე, ამ ჯიშს შესაძლოა განუვითარდეს პირის ღრუს პრობლემებიც ( მაგ: კბილების ცვენა), თუმცა, ყოველდღიური მოვლა და ჰიგიენა ყოველთვის დაიცავს არასასიამოვნო სუნისგან.

იოკშირული ტერიერი

Zooclub

ნუ გგონიათ, რომ მინიატურული ჯიშის ძაღლებს ნაკლები მოვლა და სისუფთავე სჭირდებათ. იოკშირული ტერიერი პატარა, საყვარელი და სასაცილო ძაღლის ჯიშია, მაგრამ მისი ცხიმიანი კანი მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ყოველდღიური ჰიგიენისა და კბილის წმენდის გარეშე, ამ პატარა ჯიშს შესაძლოა არასასიამოვნო "არომატი" გაუჩნდეს.

ასევე იხილეთ:

7 ფაქტი ლაბრადორ რეტრივერზე , რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

9 მინიატურული ძაღლის ჯიში, რომლებიც საუკეთესო დარაჯები არიან

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?