რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?
რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?
არიან ძაღლები, რომლებსაც არ უყვართ ბანაობა, ისინი ამ დროს იმალებიან, პატრონს ეწინააღმდეგებიან, რათა წყალს  თავი აარიდონ, თუმცა, ბანაობა მათთვის თვეში ერთხელ აუცილებელია.

ძაღლი ადამიანი არ არის, არ შეიძლება ისე დაბანოთ და გაამშრალოთ, როგორც ამას ადამიანები ვაკეთებთ. არაერთი პატრონი ძაღლის დაბანისას შეცდომებს უშვებს.

შეამოწმეთ თქვენი თავიც, დააკვირდით ქვევით მოყვანილ ფოტოებს და მიხვდებით, იცავთ თუ არა წესებს ძაღლის დაბანისას?

არ შეიტყუოთ ძაღლი დასაბანად

Zooclub

ვეტერინარები გვირჩევენ მოტყუებით არ ჩავსვათ ძაღლი დასაბან ნიჟარაში და წყლის ნაკადი არ დავუშვათ მის სხეულზე. ამ დროს ძაღლი ღიზიანდება და
შესაძოა სტრესი დიდ ხანს გაყვეს.

რჩევა: მოეფერეთ მას, მიიყვანეთ წყლით სავსე ნიჟარასთან, დაისველეთ ხელი და
გადაუსვით ტანზე. შემდეგ ფრთხილად ჩასვით წყალში.

ძაღლის დასაბანად არ გამოიყენოთ ცივი წყალი

Zooclub

მოგწონთ, როცა ცივი წყლით ბანაობთ? ალბათ არა. ძაღლისთვის ცივ წყალში ბანაობა, ისეთივე არაკომფორტულია, როგორც ადამიანისთვის. შინაური ბინადრის დასაბანად გამოიყენეთ თბილი წყალი (არავითარ შემთხვევაში ცხელი).

რჩევა: თუ თქვენი ძაღლი ბანაობისას ნერვიულობს (იღრინება , დათრგუნულია და ა.შ.) , შხაპი აუცილებლად გამორთეთ, რათა მისი ხმა არ ისმოდეს. ვეტერინარის თქმით, შხაპის ხმა, ძაღლს ორმაგად სტრესავს. ამიტომ შეამოწმეთ, სანამ ძაღლს აბაზანაში შეიყვანთ.

არასოდეს დაუშვათ თავზე ძაღლს ონკანიდან (შხაპიდან) მომდინარე წყალი

Zooclub

ადამიანებს მოსწონთ, როცა შხაპს იღებენ, ეს ხსნის სტრესისა და დაღლილობის შეგრძნებას, თუმცა, ცხოველებში პირიქით არის. ამის მაგივრად, გამოიყენეთ ე.წ. აბაზანის ღრუბელი.

რჩევა: წყლით გაჯერებული აბაზანის ღრუბელით ჩამობანეთ ყელი, კისერი, თვალის გარშემო მიდამოები, ცხვირი და ა.შ. ეცადეთ ყურებში, თვალში და ცხვირის ნესტოებში წყალი არ ჩაუვიდეს.

შინაური ბინადრის დასაბანად არასოდეს გამოიყენოთ ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნი

Zooclub

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ბავშვის შაპუნი არ დააზიანებს ძაღლის კანს, თუმცა, ეს ასე არ არის. ადამიანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რაც ცხოველის კანისთვის შესაძლოა საზიანო იყოს.

რჩევა: გაესაუბრეთ თქვენს ვეტირინარს და ზუსტად გაიგეთ, რომელი ძაღლის შაპუნია საუკეთესო თქვენი შინაური ბინადრისთვის. 

ბანაობის დროს არ დაუყვიროთ თქვენს ძაღლს

Zooclub

თუ ბანაობის დროს ძაღლი არ გემორჩილებათ, ყვირილი გამოსავალი არ არის. შესაძლოა ეს მან დაიმახსოვროს და შემდეგ ჯერზე საშინელი სცენები მოაწყოს. ამ პროცედურის დროს, მოეფერეთ მას, უთხარით ის თბილი სიტყვები, რასაც ყოველდღიურად თამაშის დროს, ან შექების დროს ეუბნებით, ხოლო როცა დაბანას დაასრულებთ, დააჯილდოვეთ ის გემრიელი სასუსნავით. ძაღლი ნელ-ნელა შეეჩვევა, რომ ამ დროს იყოს მშვიდად.

ბანაობის შემდეგ არ გამოიყენოთ მისი ბეწვის გასამშრალებლად ფენი

Zooclub

როდესაც პატრონი თმას ფენით იშრობს, არაერთი ძაღლია, რომელსაც ეშინია და ამ დროს იმალება. თუ თქვენი შინაური ბინადარიც მსგავსად იქცევა, ნუ აიძულებთ ეს სტრესი განიცადოს. ძაღლის კანს აქვს სწრაფად გამოშრობის უნარი, ანალოგიურად ბეწვიც მალე გაუშრება იმ შემთხვევაში, თუ ოთახში შესაბამისი ტემპერატურაა.

რჩევა: თუ ბანაობის შემდეგ ძაღლი კანკალებს, გაახვიეთ 15- 20 წუთით თბილ პლედში.

ასევე იხილეთ:

დღეში რამდენჯერ უნდა ვასეირნოთ ძაღლი

მოულოდნელობის ტოპ-ათეული ძაღლის ახალბედა პატრონისთვის

რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?

ჯინა
ბანაობის მერე გიჟივით დარბის ერთობა ხტუნაობს მიწაში რომ გორაობს რის ბრალია,ვერ მეტყვით შამპუნის სუნს ცვლის მიწის სუნით, გასუფთავება უხარია თუ ერთგვარი სტრესის გამოხატვაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?