ძაღლის ვირუსული დაავადებები (ენტერიტი, ჭირი, ჰეპატიტი, ცოფი)
ძაღლის ვირუსული დაავადებები (ენტერიტი, ჭირი, ჰეპატიტი, ცოფი)
დღესდღეობით ძაღლების ინფექციური დაავადებები ძალიან აქტუალურია. ამის მიზეზი ისეთი ფაქტორებია, როგორებიცაა უსახლკარო ცხოველების გამრავლება, არასაკმარისად აქტიური ვაქცინო-პროფილაქტიკა შინაურ ცხოველებში, ასევე ვირუსების მზარდი მდგრადობა.

ძაღლისთვის შედარებით საშიშ ვირუსებად აღიარებულია ისეთი ვირუსული ინფექციები, რომელთა საწინააღმდეგოდ აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება. იხილეთ ჩამონათვალი:


ძაღლების ენტერიტი

ხასიათდება მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის დაავადებით და მიოკარდით. 12 კვირამდე ლეკვები შედარებით მგრძნობიარეები არიან ამ დაავადების მიმართ.

დაავადების სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსამდე, ძაღლი აღარ ჭამს, აქვს გულისრევა, დიარეა. განავალი სისხლშერეული რუხი-ყვითელი ფერისაა მკვეთრი სპეციფიური სუნით. უმოკლეს ვადაში ვითარდება სეფსისი, რის შედეგადაც ძაღლი იღუპება.

მკურნალობა: წყლის-ელექტროლიტური
ბალანსი და მეორადი ბაქტერიული ინფექციების განვითარების თავიდან აცილება.

პროფილაქტიკა: კომპლექსური ვაქცინაცია.


ძაღლის ჭირი


ხასიათდება ლორწოვანი
გარსის განადგურებით. ამ დაავადებისადმი ლეკვები ყველაზე მგრძნობიარეები 3-დან 6 თვემდე არიან. ინკუბაციის პერიოდი 4-14 დღეა. არსებობს ამ დაავადების რამოდენიმე ფორმა: სისტემური, ნერვული, კანის და სხვ.

სიმპტომები: ჩიქროვანი გამონადენი თვალებიდან, მშრალი ხველა, რომელიც მალე გადადის სველ ხველაში. იმატებს სხეულის ტემპერატურა, ძაღლი უარს ამბობს ჭამაზე, ლორწოვანი და სისხლნარევი დიარეა. ნერვულ ფონზე ახასიათებს მთქნარება, კანკალი და კრუნჩხვითი შეტევები.

მკურნალობა: თერაპია სითხით, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკენი, ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიკონვულსანტები.

პროფილაქტიკა: კომპექსური ვაქცინაცია.


ძაღლების ინფექციური ჰეპატიტი


ამ დაავადებისადმი მგრძნობიარეები არიან 1 წლამდე ძაღლები და არავაქცინირებული ცხოველები. საინკუბაციო პერიოდი 3-6 დღე.

სიმპტომები: სხეულის ტემპერატურა 41 გრადუსი, სუნთქვისა და გულისცემის გახშირება, შეუკავებელი გულისრევა, ტკივილი მუცელში და სისხლნარევი დიარეა, სიყვითლე. სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან, შებერილი მუცელი, კრუნჩხვები, კოორდინაციის დარღვევა.

სიკვდილი კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან რამოდენიმე საათში დგება. ხშირად პატრონს ჰგონია, რომ ძაღლი მოწამლული იყო.

მკურნალობა: თერაპია სითხით, ანტიბიოტიკები, ვირუსსაწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი პრეპარატები.

პროფილაქტიკა: კომპლექსური ვაქცინაცია.


ცოფი


ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დარღვევით ხასიათდება.

ძაღლი ავადდება ინფექციური ნერწყვიდან ჭრილობაში, ნაკბენით, ლორწოვან გარსში.

დაინფიცირებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან.

დაავადება დაინფიცირებიდან მაქსიმუმ 15 დღეში ვლინდება. დღემდე არ არის ზუსტი მონაცემები იმის შეესახებ, თუ ზუსტად რა ხდება უჯრედულ დონეზე. თუმცა, შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა - ენცეფალიტი, პარალიჩი, სუნთქვის შეწყვეტა.

პროფილაქტიკა: კომპლექსური ვაქცინაცია. ( სრულდება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრით)

ადამიანი თავისი ცხოველის დაცვით იცავს საკუთარ ოჯახს, რადგან ცოფი საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის!





შენიშვნა: შეამჩნევთ თუ არა თქვენს ლეკვს (ძაღლს) ზემოთ მოყვანილ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს!
ადამიანებმა  ძაღლის კბენისთანავე უნდა მიმართონ რაბიოლოგს!


დიაგნოზი და მკურნალობა, ასევე ვაქცინირების გრაფიკი შეიძლება კორექტირებულ იქნეს თქვენი ცხოველის ვეტერინარის მიერ.











მარი
გამარჯობა მყავს ძაღლი ერტი გღეა არ ჭამს აქვს გულისრევა მეორე დღეს ქაფი ჰქონდა პირზე რისი ბრალი შეიძლება იყოს
misho
გამარჯობა მე მყავს დრათხაარი 8 წლის ამ ბოლო ხანებსში ემართება კრუნჩხვები და დუჟი სდის პირიდან მწოლიარე მდგომარეობაში და მოუსვენრად დადის აგზნებულია წყალს და საჩმელს მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ჰვეულებრივად იგებს ბოლო სიმპტომები ქონდა დაახლოვებიტ ექვსი ტვის წინ შEმოდგომაზე გადასხმების სჰემდეგ კრიზისიდან გამოვიდა 4 - 5 დგეში და ეხლა ისევ გაუმეორდა პირიდან სდის დიჟი და დროდადრო კრუნჩხვები დალიან გთხოვტ თუ გაქვტ ესეთი რამე პრაქტიკასჰი დამეხმაროთ ან რა საცირო ზომები მივიგო წინასწარ გმადლობტ
dodo-ს, tako-ს
თუ შეიძლება მოიწერეთ ფეისბუქის პირადში: https://www.facebook.com/zooclub.ge
DODO
მყავს 3ტვის ლეკვი.მონადირისჯისჰისაა.ორი კვირის წინ დაიწყო თმის ალაგ ალაგ გაცვენა.ამას დაემატა სისუსტე ტვალებსში ჩირქოვანი გამონადენი.გავუკეტე ნემსები მაგრამ არ შველის.საჭმელს ჭამს ცოტ ცოტას.რით ვუშველო
tako
გამარჯობა! მყავს ძაღლი,პიტბული,აღენიშნება სხეულზე ადგილ-ადგილ ქავილი და ექერცლება აღნიშნული ადგილები, ცვივა ბეწვიი. არის თუ არა საშიში ან გადამდები და რა სახის მკურნალობა უნდა გავუწიო ან თუ შეიძლება მკურნალობა რომ დაავადებული კანი გადავურჩინო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?