რა ხდება, რო­დე­საც ლეკ­ვე­ბი პირ­ვე­ლად მოს­ცილ­დე­ბი­ან დე­და­ს და ნა­ყარს
რა ხდება, რო­დე­საც ლეკ­ვე­ბი პირ­ვე­ლად მოს­ცილ­დე­ბი­ან დე­და­ს და ნა­ყარს
რო­დე­საც ლეკ­ვე­ბი პირ­ვე­ლად მოს­ცილ­დე­ბი­ან დე­და­სა და ნა­ყარს, საკ­მა­ოდ იბ­ნე­ვი­ან, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით შემ­გუ­ებ­ლე­ბი არი­ან და შე­და­რე­ბით სწრა­ფად მკვიდ­რდე­ბი­ან უც­ნობ გა­რე­მო­ში , რო­გორც კი ცხოვ­რე­ბის ახა­ლ წესს მი­ეჩ­ვე­ვი­ან.

ახალ გა­რე­მო­ში დამ­კვიდ­რე­ბა
თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, და­ეხ­მა­როთ ლეკვს ახალ გა­რე­მო­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად და და­იმ­სა­ხუ­როთ მი­სი ნდო­ბა, თუ ალერ­სი­ა­ნად და მშვი­დად მო­უხ­მობთ. ლეკ­ვი ბუ­ნე­ბით მიმ­ნდო­ბია და თქვე­ნი ხმის ტო­ნი და­ამ­შვი­დებს. თუმ­ცა ზო­მი­ე­რე­ბაც უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოთ და თავ­ნე­ბო­ბას არ მი­აჩ­ვი­ოთ – წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ლეკ­ვი არად ჩა­აგ­დებს თქვენს ბრძა­ნე­ბებს და შე­იძ­ლე­ბა თა­ვი ხი­ფათ­ში ჩა­იგ­დოს. ამი­ტო­მაც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი წვრთნა თა­ვი­დან­ვე
, გან­სა­კუთ­რე­ბით, უნ­და ის­წავ­ლოს და­ძა­ხე­ბა­ზე მოს­ვლა (იხ. შემ­დე­გი გვერ­დი). მა­გა­ლი­თად, თუ და­ი­ნა­ხავთ, რომ ძაღ­ლი ცდი­ლობს
ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თას, შე­გიძ­ლი­ათ მო­უხ­მოთ და ამით და­იც­ვათ საფ­რთხის­გან.

ფრთხი­ლი სიმ­შვი­დე
ეს ლეკ­ვი მშვი­დიც ჩანს და ფრთხი­ლიც _ წა­მო­წე­უ­ლი ყუ­რე­ბი და ოდ­ნავ დაშ­ვე­ბუ­ლი კუ­დი მი­უ­თი­თებს, რომ ის თა­ვის თავ­ში მთლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის.

თა­ნაცხ­ოვ­რე­ბა

თუ გყავთ სხვა ცხო­ვე­ლე­ბი, ახალ­მა ლეკ­ვმა მათ­თან სა­ერ­თო ენა უნ­და გა­მო­ნა­ხოს. ამ ლეკ­ვმა შე­იძ­ლე­ბა სა­მა­გი­ე­რო მი­ი­ღოს –კნუტ­მა და­კაწ­როს, შემ­დეგ­ში კი ასეთ შეც­დო­მას აღარ გა­ი­მე­ო­რებს.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

სა­ხელს, რო­მე­ლიც თქვენს საყ­ვა­რელ ცხო­ველს შე­ურ­ჩი­ეთ, მნიშ­ვნე­ლო­ბა მხო­ლოდ თქვენ­თვის აქვს. თუ ლეკვს ყო­ველ­თვის ამ სა­ხე­ლით მი­მარ­თავთ, ის მა­ლე ის­წავ­ლის ბგე­რე­ბის ამოც­ნო­ბას. გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ მი­მარ­თოთ ლეკვს იმ სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც უკ­ვე ჰქვია სახ­ლის რო­მე­ლი­მე ცხო­ველს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­უხ­მეთ ლეკვს, რო­დე­საც თქვენ­თან ერ­თად გყავთ ოთახ­ში, და მა­ში­ნაც, რო­ცა სახ­ლში სხვა ად­გი­ლას ხართ. ასე­ვე მო­ი­ქე­ცით ეზო­ში _ ლეკ­ვე­ბი უკეთ სწავ­ლო­ბენ გა­მე­ო­რე­ბით. უნ­და მი­აღ­წი­ოთ იმას, რომ ლეკ­ვი თით­ქმის ინ­სტინ­ქტუ­რად მო­დი­ო­დეს თქვენს ძა­ხილ­ზე. იცო­დეთ, რო­დე­საც ძაღლს წვრთნით, ჯი­შის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მო­გიხ­დეთ მე­თო­დე­ბის შეც­ვლა. წვრთნის დროს ყვე­ლა ძაღ­ლის­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა და გა­მე­ო­რე­ბა.

სიჯიუტის გამოვლენა

კა­ვა­ლერ კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლის ამ ლეკვს არ მოს­წონს სა­ბ­ლით სი­ა­რუ­ლი _ უკან იწევს პატ­რო­ნის­გან, რო­მელ­საც მი­სი სა­სე­ირ­ნოდ გაყ­ვა­ნა აქვს გან­ზრა­ხუ­ლი.

ქედ­მაღ­ლო­ბა

ინ­გლი­სუ­რი ბულ­ტე­რი­ე­რე­ბი (იხ. სუ­რათ­ზე) შე­იძ­ლე­ბა ძალ­ზე ქედ­მაღ­ლობ­დნენ სხვა ძაღ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, რაც ზოგ­ჯერ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

თავ­ნე­ბო­ბა წვრთნის დროს

წვრთნის პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს არა­სა­სურ­ვე­ლი რამ – თავ­ნე­ბო­ბა, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლი ჯი­უ­ტად არ აპი­რებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ნუ გა­უბ­რაზ­დე­ბით, რო­დე­საც ლეკ­ვი მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით არ იქ­ცე­ვა. მან შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­არ­კვი­ა, რა უბ­რძა­ნეს. ამის­თვის ნუ და­აბ­ნევთ – უბ­რა­ლოდ გა­ი­მე­ო­რეთ წვრთნის პრო­ცე­დუ­რა. დიდ­ხანს არ გა­აგ­რძე­ლოთ წვრთნა – ეს ლეკ­ვის წარ­მა­ტე­ბი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის ერ­თ-ერ­თი წი­ნა­ პი­რო­ბა­ა. გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გი მო­აქვს მოკ­ლე, ხშირ სე­ან­სებს, ვიდ­რე მა­რა­თო­ნუ­ლ წვრთნას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ის, რაც ლეკ­ვმა უკ­ვე აით­ვი­სა, და გა­ნაგ­რძეთ მის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა.

თავ­ნე­ბა ჯი­შე­ბი

ზო­გი­ერთ ჯიშს უფ­რო თავ­ნე­ბა ხა­სი­ა­თი აქვს. ასე­თი ძაღ­ლის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია ინ­გლი­სუ­რი ბულ­ტე­რი­ე­რი (მარ­ცხნივ). მი­სი წვრთნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სირ­თუ­ლე­ებ­თან, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი. ბევრ მო­და­რა­ჯე ძაღლს, მა­გა­ლი­თად მას­ტი­ფის ჯი­შის ინ­დი­ვი­დებს, ძალ­ზე შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თი აქვთ, რაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია წვრთნის დროს.


ფრთხილად!

ლეკვს მრა­ვა­ლი საფ­რთხე ემუქ­რე­ბა, ასე რომ, თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც სა­სე­ირ­ნოდ მის გაყ­ვა­ნას და­იწყ­ებთ.



მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?