საკვების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ძაღლის ჯიში, ასაკი, ზომა. პორციების შერჩევა მისი ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. დაუშვებელია, რომ საკვები უბრალოდ თქვენ როცა მოიცლით, მაშინ მისცეთ გაურკვეველი რაოდენობით. ამ პროცესში წესების დაცვა აუცილებელია.
ძაღლების კვებაში არსებობს ორი მიდგომა: პორციები და თავისუფალი კვება. უმჯობესია, თუ პორციებით კვებას აირჩევთ. დღეში ორჯერ, კონკრეტულ დროს ძაღლისთვის საჭირო რაოდენობის პორციის შეთავაზება იდეალურია. თუმცა არსებობენ თავისუფალი კვების მომხრეებიც. ისინი მთელი დღის სამყოფ საკვებს ერთიანად უყრიან ჯამზე და ძაღლი თვითონ წყვეტს, როდის რამდენი ჭამოს.
ძაღლის საკვები ორ ჯგუფად იყოფა: სველი და მშრალი. მისი რაციონი ორივე ტიპის საკვებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ჯანმრთელი იყოს.
სველი საკვები განსაკუთრებით მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ძაღლი არ სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, რაციონში უნდა ჩართოთ კონსერვები და პაუჩები.
როგორც წესი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უმადობის დროს ძაღლებს ასევე სველი საკვები ურჩევნიათ ხოლმე. კარგად უნდა დააკვირდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჩვევებს კვებასთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ჩართოთ საჭირო რაოდენობის სველი კვება მის რაციონში.
როგორც წესი, მშრალი საკვები ძაღლის კვებაში უფრო დიდ ადგილს იკავებს. ის უფრო ბიუჯეტურია და მარტივი შესანახიც არის. თუმცა თუ გსურთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჯანმრთელი იყოს, ნუ დაგეზარებათ მისთვის მრავალფეროვანი რაციონის შეთავაზება. განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში მხოლოდ მშრალი საკვების შეთავაზება დაუშვებელია.
საკვების ბრენდი კი შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. შეგიძლიათ ის order24.ge–ზე იყიდოთ და პროდუქცია სახლში მიიღოთ. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია "პროპლანი", რომელსაც მილიონობით ადამიანი ენდობა. პროპლანი საკვებს სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისთვის აწარმოებს. მის ფართო ასორტიმენტში წარმოდგენილია საქონლის ხორცის, ბოტნეულისა და სხვა შემადგენლობის მქონე საკვები. პოპულარული ბრენდია "დარლინგიც", რომელსაც საქართველოში ბევრი შინაური ცხოველის პატრონი ენდობა. რაც შეეხება კატების საჭმელს, ძალიან მოთხოვნადია "ფრისკასი" და "პროპლანი".
გაითვალისწინეთ, საკვების პარალელურად, ახალი წყლით მუდმივად სავსე უნდა იყოს ძაღლის ჯამი. ამ წესის დაცვა განსაკუთრებით მშრალი კვების დროს არის აუცილებელი.
ძაღლის საკვები არსებობს სხვადასხვა არომატით. გაანებივრეთ, თქვენი ოთხფეხა მეგობრები და გაასინჯეთ სხვადასხვა არომატის საკვები, დააკვრდით, რომელი უფრო მოსწონს და სწორედ ის უყიდეთ ხოლმე.