რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!
რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!
სწორი კვება კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა, არა მხოლოდ ძაღლების ახალგაზრდა და გამოუცდელი  მოყვარულები ცდებიან საკვებთან დაკავშირებით. ბევრი პროფესიონალი ძაღლების საშენის მფლობელი თავიანთ ძაღლებს არასწორად კვებავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ძირეულად არასწორად ვმსჯელობთ ძაღლის შესახებ, თითქოს იგი ყველაფერს ჭამს.


რა ვაჭამოთ ძაღლს

ძაღლი - ეს არის ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი, მგლის ახლო ნათესავი, მაშასადამე, ძაღლისა და მგლის საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მსგავსია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ შეგვიძლია დაახლოებით გავთვალოთ რაციონი, რომელიც აუცილებელია შინაური ძაღლისთვის. რა თქმა უნდა, ძაღლის კვება ისე, როგორც მგელი იკვებება ველურ ბუნებაში ასევე
მცდ
არი იქნებოდა, რადგან ადამიანთან გატარებული დროის პერიოდში ძაღლის ორგანიზმში რიგი ცვლილებები მოხდა.

არასწორი კვება შეიძლება არ აისახოს სიცოცხლის პირველ წლებში, თუმცა, პრობლემები შემდგომ, უკვე სიბერეში გამომჟღავნდება. ძაღლის ზოგი პატრონი ხელს ჩაიქნევს, ასე ვთქვათ, "თავად ვიცი რა ვაჭამო, ჩემი ძაღლები კმაყოფილები არიან და სიცოცხლე უხარიათ". მაგრამ ძაღლის სხეულში ბევრი დაავადება შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ზოგჯერ ყველა ანალიზსაც კი არ შეუძლია დარღვევების გამოვლენა. მიუხედავად ამისა, ძაღლმა შესაძლოა იგრძნოს დისკომფორტი, გახდეს აპათიური, ან პირიქით - აგრესიული. ამ დროს კი პატრონი აგრძელებს ძაღლის არასწორ კვებას ისე, რომ ვერც ხვდება ძაღლის ქმედების ცვლილება რისგანაა გამოწვეული.

ჩვენ არ ჩავუღრმავდებით ლეკვების კვებას, მოდით ვისაუბრეთ მოზრდილ ძაღლლებსა და მათ ნატურალურ საკვებზე.


მაშ ასე, როგორ უნდა ვაჭამოთ ზრდასრულ ძაღლს:

ძაღლის კვება უნდა მოხდეს არანაკლებ ორჯერ დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი და მგელი ნათესავები არიან, ძაღლის კვება მგელივით შეცდომა იქნებოდა. ძაღლის ორგანიზმი დიდი ხნის წინ შეეჩვია უფრო ხშირ კვებასაც. თუ თქვენი ძაღლი თავად მოიწყობს განტვირთვის დღეებს, ანუ უბრალოდ გარკვეული ხნის განმავლობაში უარს იტყვის საკვებზე, ამაშიც არაფერია საშიში, რადგან ეს ჩვეულებრივია ძაღლის ორგანიზმისთვის. თუმცა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ჩვენ ახლა სრულიად ჯანმრთელ ძაღლზე ვსაუბრობთ. უმეტეს შემთხვევაში, საკვებზე უარის თქმა, რომელიღაც დაავადების ნიშანია. მაგალითად: კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემა და სხვ.

წყლის ჯამი ძაღლს ყოველთვის ახალავსებული უნდა ჰქონდეს. წყალი ძაღლს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაკლდეს.

ყველა პროდუქტი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

საჭმელი საჭიროა იყოს ოთახის ტემპერატურის - არც ცხელი, არც გაყინული.

ძაღლის რაციონში უმეტესი რაოდენობა მჭლე ხორცი უნდა იყოს. ის შეიძლება შეიცვალოს ქათმის ან თევზის ფილეთი.

ხორცი მთელი რაციონის 50-60%-ს უნდა შეადგენდეს.

ქაშები ძაღლის რაციონის აუცილებელი ნაწილია. ისინი ძაღლის სრული რაციონის 30-40%-ს უნდა იკავებდეს. ბურღლეულიდან შეიძლება გამოვიყენოთ ბრინჯი, წიწიბურა და შვრია. დანარჩენი ბურღულეულის გამოყენება არ არის დასაშვები, რადგან მათთვის მოსანელებლად მძიმეა.

ბოსტნეული სრული რაციონის 5-10%-ს უნდა შეადგენდეს. მათი მოხარშვა არ არის საჭირო, რადგან ვიტამინებს დაკარგავენ.

სუბპროდუქტები (თირკმელი, ღვიძლი, კუჭი და სხვ.) - ზრდასრული ძაღისთვის აუცილებელი რაციონი. ის შეგვიძლია ძირითად რაციონს დავუმატოთ, ან ძაღლებს ხორცის ნაცვლად ვაჭამოთ. უკეთსი იქნება, თუ მათ კვირაში 2-3-ჯერ მისცემთ.

ძაღლისთვის ასევე შეიძლება უშაქრო პროდუქტების მიცემა.



რისი მიცემა არ შეიძლება ძაღლისთვის

ცხიმიანი რძე;
ღორის ხორცი;
პარკოსნები;
წვრილი და თხელი ძვლები, რომლებიც ძაღლმა შეიძლება დაღეჭვის გარეშე გადაყლაპოს;
ძალიან ცხელი და ძალიან ცივი საკვები;
ადამიანების მაგიდიდან მორჩენილი საკვები;
ფქვილეული;
ტკბილი;
შკოლადი - ის ძალიან ვნებს ძაღლს და ხშირად მის სიკვდილს იწვევ;
ციტრუსები;
დაძველებული პროდუქტები.

და გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ძაღლს ნატურალურ საკვებს აძლევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ის მზა საკვებს, ეს კუჭის უამრავ დაავადებას იწვევს.


david
მზა საკვებთან ნატურალურის შერევა რატო არ შეიძლება? თავის ზაღლის საჭმელთან ვურევ ხოლმე ხორცს, თევზს, ხაჭოს. ეგეთი რამე არსად არ გამიგია და რატო არ შეიძლება შეგილიათ მიპასუხოთ?
nana -ს
2 თვის ლეკვს შეიძლება აჭამოთ სპეციალური ლეკვის საჭმელი - მშრალი, რომელიც წონით იყიდება ზოომაღაზიებში.
nana
2 თვის ლეკვს რა უნდა ვაჭამოთ
ხატიას
ხატია, საფუარის შემცველი საკვები საერთოდ არ ვარგა ძაღლისთვის. სასწრაფოდ შეუცვალეთ საბრალოს რაციონი.
xatia
ჩემს ძაღლს უმეტეს წილად პურს ვაჭმევ, ამან შეიძლება ავნოს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?