თუ ძაღლი თავის კუდს დასდევს, ეს შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობის პრობლემა იყოს
თუ ძაღლი თავის კუდს დასდევს, ეს შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობის პრობლემა იყოს
სპეციალისტებმა ძაღლის პატრონებისთვის წარმოუდგენელი ახსნა მოუძებნეს ფაქტს, თუ რატომ დასდევს ზოგიერთი შინაური ცხოველი თავის კუდს. ექსპერტების აზრით, ეს შესაძლოა იყოს ობსესია (აკვიატება, იმპულსური ქცევა), ამის შესახებ წერს გამოცემა "PLOS ONE"-ი.


ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა დამახასიათებელი მხოლოდ ადამიანებისთვის იყო. ის ვლინდება აკვიატებით - აზრის გამეორებით ან რიტუალით, რომელსაც თან ახლავს მუდმივი შფოთი. მკურნალობის გარეშე პაციენტის სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. ობსესიას სხვა მახასიათებლებთან ერთად თან ახლავს ხელის მუდმივი და ზედმიწევნით დაბანა. მიზეზი მიკრობების ავადმყოფური შიშია.

ფინელმა სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ მსგავსი მდგომარეობა შესაძლოა
განიცადოს ძაღლმაც. მათ გამოიკვლიეს ოთხი სხვადასხვა ჯიშის, სამასზე მეტი შინაური ცხოველი და აიღეს დნმ-ის ნიმუშები.
კვლევის პროცესში, გარკვეული გენი, რომელიც მიდრეკილი იქნებოდა საკუთარი კუდის დევნასთან, ვერ აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, მსგავსი ქცევა მაინც დაკავშირებულია გენეტიკასთან, თუმცა, არ გამორიცხავენ ცხოველზე გარემო პირობების ზემოქმედებას.

ადამიანებშიც და ძაღლებშიც ობსესია ვლინდება ახალგაზრდა ასაკში და დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირდება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ცხოველები, რომლებიც იღებდნენ საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს, ნაკლებად ახდენდნენ თავიანთ კუდზე დევნას. გარდა ამისა, ობსესიით დაავადებული ადამიანის მდგომარეობა გაცილებით უმჯობესდება, თუ ისინი ექიმის მიერ სწორად შერჩეულ ვიტამინებს იღებენ.

ასევე იხილეთ: 

თუ ძაღლს სველი ცხვირი აქვს, ის ჯანმრთელია - მითი თუ სინამდვილე?

8 რჩევა ხნიერი ძაღლის პატრონებს, რაზეც თქვენი შინაური ცხოველი მადლიერი იქნება

ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება ძაღლებში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?