8 რჩევა ხნიერი ძაღლის პატრონებს, რაზეც თქვენი შინაური ცხოველი მადლიერი იქნება
8 რჩევა ხნიერი ძაღლის პატრონებს,  რაზეც თქვენი შინაური ცხოველი მადლიერი იქნება
ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, როგორც ძაღლის სხეული, ისე მისი მოთხოვნებიც. ოდესღაც ის ჩვენი საყვარელი პატარა ლეკვი იყო, დავრბოდით, ვთამაშობდით და ვერთობოდით მასთან ერთად, ასაკში კი მას სხვა მხრივ ესაჭიროება ზრუნვა.

ხნიერი ძაღლი ფიზიკურად  და ფსიქიკურად  მეტად მგრძნობიარე ხდება. მას აუცილებლად სჭირდება პატრონის დახმარება, რათა ოქროს წლები ბედნიერად და ჯანმრთელად გაატაროს. 

თუ წარმოდგენა არ გაქვთ, რა უნდა შეცვალოთ მასთან მიმართებაში, გადახედეთ ვეტერინარების მიერ შედგენილ 8 რჩევას, რომლებიც მოსიყვარულე პატრონებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

მეტი ძილი

Zooclub

ასაკოვან ძაღლს ესაჭიროება იმაზე მეტი დასვენება და ძილი,
ვიდრე ახალგაზრდას. შეურჩიეთ მას პრაქტიკული და კომფორტული საწოლი, სადაც რბილად დაწვება, რადგან ხნიერი ძაღლის ძველები
გამოფიტულია და მყარ ზედაპირზე წოლა ტკივილის შეგრძნებას იწვევს.

მოძრაობა და სახსრები

Zooclub

ისევე როგორც მოხუცი ადამიანები, ასაკოვანი ძაღლებიც იტანჯებიან სახსრების ტკივილით. თქვენს ოთხფეხა მეგობარს კვლავაც სურს თქვენს გვერდით ყოფნა, თუმცა, ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს. მანქანაში მოკალათებისას (განსაკუთრებით კი ჯიპის შემთხვევაში), მას უჭირს ახტომა და ჩამოხტომა, პატარა ძაღლის შემთხვევაში, გამოსავალი მარტივია - აიყვანეთ ხელში და ისე ჩასვით ავტომობილში, ხოლო დიდი ზომის ძაღლს სასურველია, გაუკეთოთ მოძრავი პანდუსი. ეს დაეხმარება ენერგიის შენარჩუნებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

დიეტა

Zooclub

კვების რაციონის შეცვლა ასაკოვანი ძაღლებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორ ხნიერი ადამიანებისთვის. მათ სჭირდებათ ლეკვისგან და ახალგაზრდა ძაღლისგან განსხვავებული კვება. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მიმართეთ თქვენს ვეტერინარს, რათა ინდივიუალურად შეარჩიოს თქვენი ოთხფეხა ბინადრის დიეტა.

შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების რითმი

Zooclub

ძაღლის ასაკი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გამოკეტოთ ის თბილად ოთახში და მარტო წახვიდეთ სასეირნოდ.  ოთხფეხა მეგობარს კვლავ სურს თქვეს გვერდით ყოფნა. შესაძლოა, ძველებურად აღარ ითამაშოთ მასთან ერთად ფრისბი, მაგრამ გაისეირნეთ  ერთად პარკში, რადგან მისი სხეული არ უნდა მოდუნდეს. ასაკოვანი ძაღლი უნდა იყოს აქტიური, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეირყეს. ასევე მიაქციეთ ყურადღება მის კბილებს, მიეცით ვიტამინები და სპეციალური სათამაშოები, რაც კბილების სიმაგრეს შეუწყობს ხელს.

დამატებითი კომფორტი

Zooclub

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ასაკოვანი ძაღლის სხეული იცვლება. ის მეტად მგრძნობიარე ხდება გარემო პირობების მიმართ. ცხოველის სხეული განსაკუთრებულად გრძნობს სიცივესა და სიცხეს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ის სათანადო პირობებში იმყოფება. ეს ცოტა უფრო მეტი დამატებითი კომფორტია, რასაც  მზრუნველი პატრონი მარტივად გაართმევს თავს.

დროული დახმარება

Zooclub

ასაკს თავისი დაავადებები მოაქვს. პატრონები ძაღლებში განსაკუთრებით ართრიტის დაავადებას უჩივიან.  აქტიური ცხოვრების რითმი ცხოველს დაეხმარება თავიდან აიცილოს ქრონიკული დაავადებები. ეს ხელს შეუწყობს, თავიდან აიცილოს  კუნთებისა და მათი დამაკავშირებელი ნაწილის ატროფია, თუმცა,  ნუ გადაღლით თქვენს ოთხფეხა ბინადარს ბევრი სიარულით. დამატებითი რჩევებისთვის კონსულტაცია ვეტერინართან გაიარეთ.

გაზარდეთ ვეტერინართან პროფილაქტიკური ვიზიტი

Zooclub

ძაღლის ასაკის მატებასთან ერთად გაზარდეთ ვეტერინართან ვიზიტიც. შესაძლოა, თქვენს ბინადარს მზრუნველობას არ აკლებდეთ, თუმცა, არის დაავადებები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს და სპეციალისტის გარეშე ვერ მიხვდებით. იმისათვის, რომ დროულად დაინიშნოს მკურნალობა და დაგვიანებული არ იყოს, პრევენციის მიზნით, სასურველია, ვეტერინარს თვეში ორჯერ მიმართოთ.

წონის კონტროლი

Zooclub

ცხოველებში ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლაც. მათი ძვლები იფიტება და საკვები ამარაგებს მხოლოდ ქონის მასას ან საერთოდ არ იღებს ორგანიზმი საკვებისგან მარაგს და ძაღლი წონაში იკლებს. ამ დროს მათი კუნთი, კიდურები და ძვალი გამოფიტულია. აუცილებელია, ხნიერი ძაღლი ვკვებოთ ვეტერინარის მიერ დანიშნული საკვებით და, რაც მთავარია, დღიური რეჟიმის მიხედვით. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომლებიც სპეციალურად მისთვის იქნება გამოწერილი (ნუ შეარჩევთ ვიტამინს თქვენი ან ზოომაღაზიის კონსულტანტის  რეკომენდაციით).

ასევე იხილეთ:

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?
g
დზახლი არის ადამიანის ერტგული და უხალატო მეგობარი გტხოვტ დზახლებს გაუფტხილდიდ და პატივიეციტ დააფასედ და პატივი ეციტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?