რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?
ისევე, როგორც ადამიანებს, სტრესი ძაღლებსაც ემართებათ. შეგიძლიათ მიხვდეთ, როცა თქვენი ბინადარი გაღიზიანებული, შეშინებული და დასტრესილია? თუ მარტივად ხვდებით მის განწყობას, მდგომარეობიდან გამოყვანას სწრაფად შეძლებთ.

ქვევით ჩამოთვლილია სპეციალისტების მიერ შედგენილი ძაღლებში სტრესისგან გამოწვეული სიმპტომების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

სუნთქვის გართულება (თითქოს ძაღლს სცხელა, მაშინაც კი, როცა ცივი ამინდია);

ყოველ წუთს პირის გალოკვა;

მოღუშული წარბები (როცა შუბლზე ნაკეცები უჩნდება);

ამოძუებული კუდი (იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი ძაღლისთვის დამახასიათებელი არ არის. დაიმახსოვრეთ, ზოგიერთ ჯიშს კუდი ბუნებრივად ქვევით აქვს და ეს ნორმალურია);

გახშირებული მთქნარება;

ცქმუტვა,
პერიოდულად დაბალ ხმაზე უმიზეზო წკმუტუნი; 

მადის დაკარგვა;

დამალვა (როცა ძაღლს პატრონი ეძახის და ის იმალება
ან არ რეაგირებს);

თუ თქვენს ბინადარს რამდენიმე დღის განმავლობაში შეამჩნევთ ზემოთ ჩემოთვლილი სიმპტომებიდან ნახევარზე მეტს მაინც, ძაღლი განიცდის სტრესს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი სტრესის დროს -გაურბიხართ ადამიანებთან კონტაქტს, არ გაქვთ ქუჩაში გასვლის სურვილი, კარგავთ მადას და ა.შ. არ გაგიკვირდეთ, თუ სტრესის დროს თქვენი ძაღლიც არ გამოგყვებათ სასეირნოდ, არ გამოგართმევთ გემრიელ სასუსნავს და თქვენ დაძახილზე არ მოახდენს რეაგირებას.

რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

თუ ხვდებით, რომ თქვენს ძაღლს აქვს სტრესი, აუცილებლად დაეხმარეთ განტვირთვაში. პირველ ყოვლისა, შეეცადეთ მიხვდეთ მიზეზს. ეს შესაძლოა იყოს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, ახალი ადამიანები, ცხოველები, ნივთები, ხმაური, სიცივე და ა.შ. ისევე, როგორც ადამიანზე, ძაღლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოპირობებს.

შეეცადეთ, არ შეაწუხოთ ამ დროს ძაღლი გადამეტებული ყურადღებით. მიუახლოვდით მას და რამდენიმე წამით მოეფერეთ;

აიღეთ თქვენი შინაური ბინადრის სათამაშო და მის სიახლოვეს გააკეთეთ იმიტირება - ვითომ თამაშობთ;

თუ ეზოში გაგყავთ, იმაზე მეტი დრო დაუთმეთ სეირნობას, ვიდრე მანამდე;

უყიდეთ საყვარელი სასუსნავი და თქვენი ხელითვე მიაწოდეთ.

დაიმახსოვრეთ, იმისთვის, რომ ძაღლმა მალე დაძლიოს სტრესული მდგომარება, გამოიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც მას აქამდე აბედნიერებდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ცდამ უშედეგოდ ჩაიარა, კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?