ძაღლების ბეწვის შეფერილობას ბე­ტა-­დე­ფენ­ზი­ნის გე­ნი გა­ნა­პი­რე­ო­ბებს
ძაღლების ბეწვის შეფერილობას ბე­ტა-­დე­ფენ­ზი­ნის გე­ნი გა­ნა­პი­რე­ო­ბებს
ში­ნა­ურ ძაღ­ლებს ხში­რად აქვთ ე.წ. დამ­ცა­ვი შე­ფე­რი­ლო­ბა – მუ­ქი ფე­რის ზურ­გი და ღია ფე­რის გულ­მკერ­დი – რაც მათ წი­ნაპ­რებს ბუ­ნებ­რი­ვ შე­ნიღ­ბვა­სა და და­მალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.
ძაღ­ლის 38 სხვა­დას­ხვა ჯი­შის ბეწ­ვის გა­მოკ­ვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ მის ფერს გა­ნა­პი­რე­ო­ბებს ბე­ტა-­დე­ფენ­ზი­ნის გე­ნი. ყვე­ლა შე­ფე­რი­ლო­ბა შა­ვი და ყვი­თე­ლი ფე­რე­ბი­სგან მი­ი­ღე­ბა. გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბებს:

ბი­კო­ლო­რი – ორი მკვეთ­რი ფე­რი.

ვეფ­ხვა – თა­ნა­ბა­რი ნა­რე­ვი მუ­ქი და ღია ფე­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც ზო­ლე­ბი­ვით დას­დევს და ბეწვს ვეფ­ხვი­სებრ შე­ფე­რი­ლო­ბას აძ­ლევს.

გრიზ­ლი – წარ­მო­ად­გენს შა­ვის, მო­რუ­ხო ცის­ფრის, რუ­ხის, ან წი­თუ­რი­სა და
შა­ვის ნა­ზავს.

არ­ლე­კი­ნი – თეთ­რ ფონ­ზე შა­ვი ან ლურ­ჯი  ლა­ქე­ბით.

მარ­მა­რი­ლო – ცის­ფე­რი ან წი­თუ­რი
წვრი­ლი ლა­ქე­ბით.

ჭრე­ლი – თა­ნა­ბა­რი ნა­რე­ვი ორი ან მე­ტი ფე­რი­სა.

ამ­ლა­ყი – შავ­-თეთ­რი ან სხვა ორი ფე­რის ლა­ქე­ბით.

თრთვი­ლა – თა­ნა­ბა­რი ნა­რე­ვი თეთ­რი­სა და სხვა ფე­რი­სა.

სე­იბ­ლი – ბალ­ნის წვე­რე­ბი შე­ღე­ბი­ლია შა­ვად, ძი­რი­თა­დი ფე­რე­ბი­ა: ვერ­ცხლის­ფე­რი, ნაც­რის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი, ჩა­ლის­ფე­რი და სხვა.

ტი­კი­რე­ბუ­ლი – შა­ვი ან სხვა მუ­ქი ფე­რის უბ­ნე­ბი თეთრ ფონ­ზე.

ტრი­კო­ლო­რი – სა­მი ფე­რის, ჩვე­უ­ლებ­რივი შა­ვი, თეთ­რი და მო­ყა­ვის­ფრო ბეწ­ვი.

ხორ­ბლის­ფე­რი – ბა­ცი ყვი­თე­ლი ან მო­ყა­ვის­ფრო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?