ძაღლის ანატომია და ფიზიოლოგია
ძაღლის ანატომია და ფიზიოლოგია
მტა­ცე­ბე­ლი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად ძაღ­ლსაც აქვს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კუნ­თოვა­ნი და გულ­-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მე­ბი , რაც მის გამ­ძლე­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს და სწრა­ფად სირ­ბი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს; კბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლის და­სა­ჭე­რად, შე­სა­კა­ვებ­ლად და და­საგ­ლე­ჯად აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ძაღ­ლის თა­თე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მის სწრაფ მოძ­რა­ო­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნახ­ტო­მის გა­კე­თე­ბას, მსხვერ­პლის და­დევ­ნე­ბას და მო­რე­ვას. ძაღ­ლებს აქვთ პა­ტა­რა, ოთხ­თი­თი­ა­ნი ტერ­ფი (და რუ­დი­მენ­ტუ­ლი ცე­რი); სი­ა­რუ­ლი­სას თი­თებს ეყ­რდნო­ბი­ან; უკა­ნა ფე­ხე­ბი საკ­მა­ოდ მყა­რი და ძლი­ე­რი აქვს, წი­ნა - უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი და მოქ­ნი­ლი. მწევ­რის სის­წრა­ფე სა­ათ­ში 72 კმ-ს აღ­წევს და მიჩ­ნე­უ­ლია რი­გით მე­თოთხ­მე­ტე უს­წრა­ფეს
ცხო­ვე­ლად 400მ მან­ძილ­ზე რბო­ლა­ში. ზო­გი ძაღ­ლის აგე­ბუ­ლე­ბა მის სწრაფ მოძ­რა­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ზო­გი­სა კი ცხო­ვე­ლის სიძ­ლი­ე­რე­ზე
მეტყ­ვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ალას­კურ მა­ლა­მუტს, ეს ძლი­ე­რი ძაღ­ლი დატ­ვირ­თუ­ლი მარ­ხი­ლე­ბის სათ­რე­ვად დიდ მან­ძი­ლებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას შე­უძ­ლია 1 ტო­ნამ­დე სიმ­ძი­მის გა­წე­ვა. სხვა­დას­ხვა ჯი­შის ძაღლს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის კუ­დი აქვს: სწო­რი, მაღ­ლა აწე­უ­ლი, ნამ­გლი­სე­ბუ­რი, დახ­ვე­უ­ლი და ა.შ. ზო­გი­ერთ ჯი­შებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ნა­დი­რე ძაღ­ლებს, კუდს აჭ­რი­ან, რომ ტყე­ში სირ­ბლის დროს და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­იც­ვან. ძაღლს ოფ­ლის ჯირ­კვლე­ბი აქვს ფე­ხის ბა­ლი­შებ­ზე და არა ტან­ზე, ამი­ტომ, ისი­ნი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას ქო­ში­ნით არე­გუ­ლი­რე­ბენ, რისი მეშვეობითაც ენის სველ ზე­და­პირ­ზე გაგ­რი­ლე­ბუ­ლი ჰა­ე­რი ფილ­ტვებ­ში ჩა­დის. მა­კე­ო­ბის პე­რი­ო­დი რვი­დან ცხრა კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა და ისე­თი დი­დი ჯი­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა ვე­ი­მა­რა­ნე­რი, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რიცხ­ო­ვან ნა­ყარს ბა­დე­ბს.

ჩონ­ჩხი
ძაღ­ლის ჩონ­ჩხი შედ­გე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 319 ძვლი­სა და სა­მი ტი­პის სახ­სრის­გან: სი­ნო­ვი­ა­ლუ­რი სახ­სა­რი – უზ­რუნ­ველ­ყოფს მრა­ვა­ლი სა­ხის მოძ­რა­ო­ბას. მას მი­ე­კუთ­ვნე­ბა კი­დუ­რე­ბი­სა და ქვე­და ყბის სახ­სრე­ბი.
ფიბ­რო­ზუ­ლი (ა­ნუ ბოჭ­კო­ვა­ნი) სახ­სა­რი, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა უმ­ცი­რე­სი მოძ­რა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა თა­ვის ქა­ლის ნა­კე­რე­ბი; ხრტი­ლო­ვა­ნი სახ­სა­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მცი­რე მოძ­რა­ო­ბას. ასე­თ სახ­სრებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მალ­თა­შო­რი­სი დის­კო­ე­ბი.
ძაღ­ლებს სახ­სრი­დან ამო­წე­უ­ლი მხრის ძვლე­ბი აქვთ, რაც დი­დი ნა­ბი­ჯე­ბით სირ­ბი­ლი­სა და გა­დახ­ტო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

კუნ­თე­ბი
ხერ­ხე­მალ­ზე ბოჭ­კო­ვა­ნი მყე­სე­ბით მი­მაგ­რე­ბუ­ლი კუნ­თე­ბი ძაღლს ყო­ველ­გვა­რი მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დაწყ­ე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლი­დან და ჭა­მი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი კუ­დის დევ­ნი­თა  და ბურ­თის და­ჭე­რით. არ­სე­ბობს ორი სა­ხის კუნ­თე­ბი: გლუ­ვი და გა­ნივ­ზო­ლი­ა­ნი. გლუ­ვი კუნ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, აგე­ბუ­ლია ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი: ნაწ­ლა­ვე­ბი, სის­ხლძარ­ღვე­ბი კუ­ჭი და ა.შ. ხო­ლო გა­ნივ­ზო­ლი­ა­ნი კუნ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლის კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.


ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი
ჯან­მრთე­ლი ძაღ­ლის გუ­ლი წუთ­ში 115-ჯერ ცემს, ხო­ლო მი­სი მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვი ყო­ველ­თვის ცო­ტა­თი დი­დია მარ­ცხე­ნა­ზე. მი­სი მუ­ცე­ლი, რომ­ლის სი­დი­დეც ძაღ­ლის ზო­მა­სა და აგე­ბუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იო­გებს უჭი­რავს. რო­ცა ძაღ­ლი და­ნაყ­რე­ბუ­ლი­ა, სა­ხი­ფა­თოა თა­მა­ში ან  ხტუნ­ვა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა კუ­ჭი გა­და­ეხ­ლარ­თოს და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა­ა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?