ბავარიაში ტაქსას მუზეუმი გაიხსნა
ბავარიაში ტაქსას მუზეუმი გაიხსნა
მსოფლიოში ტაქსას პირველი მუზეუმი ორშაბათს, 16 აპრილს, ბავარიაში, ქალაქ პასაუში გაიხსნა.

BBC–ს ცნობით, მუზეუმი შექმნა ყოფილმა ორმა ფლორისტმა, რომლებიც თავის კოლექციას 25 წლის მანძილზე აგროვებდნენ. ექსპონატებს შორისაა – მარკები ტაქსას გამოსახულებით, ნახატები, ფოტოები, ფაიფურის სტატუეტკები, ტაქსას ფორმის საკონდიტრო ნაწარმი და ბევრი სხვა.

ტაქსა ადამიანებისთვის ჯერ კიდევ უძველესი ეგვიპტიდან გახდა ცნობილი. თანამედროვე ჯიშის ფორმირება გერმანიაში, XVI საუკუნეში დაიწყო. დღეს ტაქსა შინაური ცხოველია, თუმცა, თავიდან მათი დანიშნულება მელიებსა და სოროებში მცხოვრებ სხვა ცხოველებზე ნადირობა იყო.



გერმანიაში ტაქსას “ძაღლი–სოსისი” შეარქვეს. ამ ჯიშის დიდი თაყვანისმცემლები
იყვნენ პაბლო პიკასო და ალბერტ აინშტაინი.

მუზეუმის ოფიციალური საიტი ჯერ არ მუშაობს, მაგრ
ამ მალე ის ამ მისამართზე იქნება ხელმისაწვდომი – www.dacklmuseum.de.



იხილეთ სახალისო ქვიზი

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?