საუკუნო მეგობრები - ჯარისკაცმა თავისი ძაღლი ბოლო წუთამდე არ მიატოვა
საუკუნო მეგობრები - ჯარისკაცმა თავისი ძაღლი ბოლო წუთამდე არ მიატოვა
კაილ სმიტი და მისი ძაღლი, გერმანული ნაგაზი ბოძა, ამერიკის სამხედრო ძალებში ერთად მსახურობდნენ. ბოძა გამნაღმველი ძაღლი იყო. ის ერაყში, ავღანეთსა და ქუვეითში ნაღმებს ეძებდა. მაგრამ დრო გადიოდა. ძაღლი მოხუცდა, ექიმებმა გამოაცხადეს, რომ ვერაფრით უშველიდნენ და პატრონს ძაღლის დაძინება ურჩიეს. კეილი თავის მეგობართან უკანასკნელ წუთამდე დარჩა. ის გულამოსკვნილი ტიროდა და ცრემლის არ ერიდებოდა. 

Zooclub

კაილ სმიტი და მისი მეგობარი ბოძა 2012 წლიდან ერთად მსახურობდნენ. მათ მაშინვე გაუგეს ერთმანეთს და მალე ნამდვილი მეგობრები გახდნენ. ერთად ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს, ამიტომ როდესაც მის ოთხფეხა მეგობარს
სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, კაილი მასთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დარჩა.

Zooclub

”ბოძამ ბევრი რამ მასწავლა", - ყვება
კაილი, - "როდესაც ჯერ კიდევ ვიწყებდი სამსახურს, მოთმინებასა და გაგებას მასწავლიდა. მარტო ვერ შევძლებდი ყველაფერთან გამკლავებას, ამიტომ უნდა მივნდობოდი მეწყვილეს”.

Zooclub

”ბოძა სულ უკან დამყვებოდა და ყოველ საღამოს ტკბილ ძილს მისურვებდა”, - იხსენებს კაილი.

2016 წლის ზაფხულში ბოძას განუკურნებელი დაავადება - დეგენერატიული მიელოპათია დაუდგინეს. ძაღლი ძალიან იტანჯებოდა და სმიტმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა მისი ტანჯვა.

”სიკვდილის უკანასკნელ წუთებში ბოძა ხელში მეჭირა", - ყვება სმიტი. კაილთან ერთად ამ დროს იყვნენ მისი თანამებრძოლებიც, რომლებიც უმძიმეს წუთებში მეგობრების მხარდასაჭერად მივიდნენ.

დღეს კაილ სმიტი კვლავ უზომო დარდით იგონებს წასულ მეგობარს.

”ის თავდაუზოგავი და უანგარო იყო, ბევრად უანგარო, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი," - ამბობს კაილი, - "ძალიან მენატრება. ის თითქოს სულ ჩემთანაა”.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?