სკიპერკე
სკიპერკე
ამ ბელ­გი­ურ ჯიშს თა­ვი­დან ერ­ქვა სპიც­კე, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ შპი­ცის შთა­მო­მა­ვა­ლი­ა, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით, მი­სი წი­ნა­პა­რი ბელ­გი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი ძაღ­ლი იყო . XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს იგი ცნო­ბი­ლი გახ­და, რო­გორც სკი­პერ­კე, რაც პა­ტა­რა შკი­პერს ნიშ­ნავს.

ის­ტო­რია
ცნო­ბე­ბი სკი­პერ­კეს წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე და­კარ­გუ­ლი­ა; მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი­ა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მო­და­რა­ჯე და ვირ­თაგ­ვებ­ზე მო­ნა­დი­რე ძაღ­ლად ჰყავ­დათ არ­ხის სის­ტე­მის გე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბელ­გი­ა­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს სე­რავ­დნენ. თუმ­ცა მა­ნამ­დე ამ ჯი­შის ინ­დი­ვი­დებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ძაღ­ლე­ბის პირ­ველ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც 1690 წელს ბრი­უ­სელ­ში გა­ი­მარ­თა. ისი­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს მორ­თუ­ლი სა­ყე­ლუ­რე­ბით, რო­მე­ლიც პატ­რონ­მა გა­უ­კე­თა.
1885 წელს მუ­შა ძაღ­ლი სკი­პერ­კე უცებ აღ­მოჩ­ნდა ბე­ლ­გი­ის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში, რო­დე­საც ერ­თ-ერ­თი ინ­დი­ვი­დი
ბელ­გი­ის დე­დო­ფალ­მა მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტამ შე­ი­ძი­ნა. ამის შემ­დეგ სკი­პერ­კე მსოფ­ლი­ო­შიც გავ­რცელ­და – 1887 წელს ის პირ­ვე­ლად ნა­ხეს ინ­გლის­ში, მომ­დევ­ნო წელს კი აშ­შ-ში. სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ეს მკვირ­ცხლი კომ­პა­ნი­ო­ნი მი­ს სამ­შობ­ლოში გავრცელებულ ყვე­ლა ჯიშ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

Zooclub

ექ­სტე­რი­ე­რი და ხა­სი­ა­თი
სკი­პერ­კე უჩ­ვე­უ­ლო ჯი­ში­ა, რად­გან ზო­გი ინ­დი­ვი­დი უკუ­დო იბა­დე­ბა. ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ჯი­შის ერ­თა­დერ­თი შე­ფე­რი­ლო­ბაა შა­ვი, თუმ­ცა გვხვდე­ბი­ან კრე­მის­ფე­რი და ღია ჩა­ლის­ფე­რი ინ­დი­ვი­დე­ბი. ამ ჯი­შის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა თავ­და­დე­ბა უშუ­ა­ლო გა­რე­მოც­ვის მი­მართ. სკი­პერ­კე გან­სა­კუთ­რე­ბით ეთ­ვი­სე­ბა პატ­რონს და ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სოა მათ­თვის, ვინც მარ­ტო ცხოვ­რობს. იგი ფხი­ზე­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა, ფრთხი­ლად ეპყრობა უცხ­ო­ებს და საკ­მა­ოდ კარგად გრძნობს თავს ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში.

შა­ვი ბეწ­ვი
სკი­პერ­კე ყო­ველ­თვის შა­ვი­ა, მაგ­რამ შვი­დი წლის ზე­მოთ ბეწვს შე­იძ­ლე­ბა რუ­ხი ფე­რი შე­ე­რი­ოს

გრძე­ლი ბეწ­ვი
ბეწ­ვი ბარ­ძა­ყე­ბის უკა­ნა მხა­რეს შე­და­რე­ბით გრძე­ლია

სამ­კუთხა ყუ­რე­ბი
პა­ტა­რა ყუ­რე­ბი განლაგებულია
მაღ­ლა და აცქვე­-ტი­ლი­ა, როცა საფ-რთხეს გრძნობს

ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი ჯი­შია;
კარ­გად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა  წვრთნას;
მოს­წონს თა­მა­ში;
ფხი­ზე­ლი მო­და­რა­ჯეა;
აქვს მკვირ­ცხლი ბუ­ნე­ბა;
დიდ­ხანს ცოცხ­ლობს;

Zooclub

ძალ­ზე ერ­თგუ­ლი ძაღ­ლი­ა, არ ენ­დო­ბა უცხ­ო­ებს,
თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ, რო­ცა ახ­ლოს არი­ან უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბი,
სი­მაღ­ლე: 25-33 სმ; წო­ნა: 5.4-7.2 კგ,
ძუ და ხვა­დი ზო­მა­სა და წო­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბი­ან,
სჭირ­დე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში - ავარ­ჯი­შეთ დღე­ში ერ­თხელ მა­ინც,
დი­დი ფარ­თო­ბი არ სჭირ­დე­ბა,
ფრთხი­ლია უცხ­ო­ე­ბის მი­მართ,    
გაწ­ვრთე­ნით, ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ რომ არ იყე­ფოს,
ხვა­დებს უფ­რო ხში­რი ბეწ­ვი აქვთ,     ბეწ­ვი და­ვარ­ცხნეთ კვი­რა­ში ერ­თხელ,
თვა­ლის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფია (PRA), ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა (MPS) 111B,    
დარ­წმუნ­დით, რომ სა­ჯი­შე ინ­დი­ვი­დი შე-მოწ­მე­ბუ­ლია თვა­ლის  რე­ტი­ნა­ლურ ატ­რო­ფი
ა­სა და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა­ზე.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?