კე­ეს­ჰონ­დი
კე­ეს­ჰონ­დი
ეს ენერ­გი­უ­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ბორ­ნებ­ზე ჰყავ­დათ, გო­ნი­ე­რი და დამ­ჯე­რი ჯი­ში­ა. კე­ეს­ჰონ­დე­ბი ხში­რად კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან კა­ტებს . აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი ბეწ­ვი.

ბუ­ნე­ბით მო­და­რა­ჯე კე­ეს­ჰონ­დი ძალ­ზე უყ­ვართ მის მშობ­ლი­ურ ნი­დერ­ლან­დებ­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ წმინ­და სის­ხლის ჯი­შად არ არის მიჩ­ნე­უ­ლი. ის დიდ­ხანს ცოცხ­ლობს და ძალ­ზე ეჩ­ვე­ვა თა­ვის პატ­რონს. კე­ეს­ჰონ­დი, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ბარ­ჟებ­ზე იყე­ნებ­დნენ, შპი­ცის ჯგუ­ფის ძაღ­ლებს ეკუთ­ვნის და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მჭიდ­როდ დახ­ვე­უ­ლი კუ­დი აქვს. სან­დო, შემ­გუ­ე­ბე­ლი, ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლი და პატ­რო­ნის ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი კე­ეს­ჰონ­დი იო­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი­ა. ეს ძაღ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ზოგიერთს აღე­ნიშ­ნე­ბა
დი­ა­ბე­ტი, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და თვა­ლის თან­და­ყო­ლი­ლი სნე­უ­ლე­ბე­ბი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი გრძე­ლი ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა – ბალა­ნი
ჯერ ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დეგ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ვარ­ცხნეთ, მე­რე კი ისევ ჩვე­უ­ლი
მი­მარ­თუ­ლე­ბით. აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა-
­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

ის­ტო­რია

კე­ეს­ჰონ­დი, რო­მე­ლიც შპი­ცის ჯგუ­ფის ძაღ­ლე­ბის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ა, მე­ლას მსგავ­სი ექ­სტე­რი­ე­რით ხა­სი­ათ­დე­ბა. აქვს დაც­ქვე­ტი­ლი, წვე­ტი­ა­ნი ყუ­რე­ბი, სა­ხე­ზე შე­მოვ­ლე­ბუ­ლი, გრძე­ლი ბეწ­ვი და აპ­რე­ხი­ლი, ზურ­გი­სა­კენ გა­დახ­რი­ლი ფუმ­ფუ­ლა კუ­დი. ჯიშს ეწო­და XVII სა­უ­კუ­ნის ჰო­ლან­დი­ელი მოღვაწის, პატ­რი­ო­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის კე­ეს დე გი­სე­ლა­რის სა­ხე­ლი (მის ძაღ­ლსაც  კე­ე­სი ერ­ქვა). თუმ­ცა მი­სი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ჯი­ში ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი გახ­და – თით­ქმის სა­უ­კუ­ნე დას­ჭირ­და, რომ ეს ჰო­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ძაღ­ლი ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რიყო. დღეს მას ხში­რად ნა­ხავთ ბორ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის არ­ხე­ბის ქსელს სე­რა­ვენ. XX სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­ში ინ­გლის­ში კე­ეს­ჰონდს, რო­ცა იგი თან­და­თან იხ­ვეჭ­და პო­პუ­ლა­რო­ბას, ყვე­ლა ჰო­ლან­დი­უ­რი ბორ­ნის ძაღლს ეძახ­და.


წარ­სუ­ლი და აწ­მყო

ბორ­ნის შეზღ­უ­დულ ფარ­თობ­ზე ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­უ­ლი ეს ჯი­ში თავს კარ­გად გრძნობს სახ­ლში, რო­მე­ლიც დი­დი ფარ­თო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. არც თა­ვად არის დი­დი, ასე რომ,  გა­რე­მოს მთლი­ა­ნად არ და­ი­კა­ვებს. მი­სი კი­დევ ერ­თი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მო­და­რა­ჯე ძაღ­ლის რო­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წარ­სულ სა­მუ­შა­ოს­თან. ეს ჯი­ში ძალ­ზე ფრთხი­ლად ხვდე­ბა მო­სულ სტუ­მარს. კე­ეს­ჰონ­დი შე­იძ­ლე­ბა ერ­თობ ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გეს, ამი­ტომ სჭირ­დე­ბა გაწ­ვრთნა, რომ ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ ატე­ხოს ყე­ფა.

Zooclub


მონაცემები:
წარმოშობა - ნიდერლანდები
მთავ. დანიშნ - მოდარაჯე ძაღლი
ტემპერამენტი - მშვიდი, გონიერი
სიც. ხანგრძლივობა - 10-16 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა.
ვარჯიში - რეგულ/. ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
43-48 სმ
25-29 კგ
ძუ
41-46 სმ
23-27კგ



კუ­დი
ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, მთლი­ა­ნად შე­მო­სი­ლი ბეწ­ვით, მჭიდ­როდ დახ­ვე­უ­ლი და ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ბეწ­ვი
კრე­მის­ფე­რი ან ბა­ცი ნაც­რის­ფე­რი თივთიკი და მდიდ­რუ­ლი ბალანი, ბო­ლო­ებ­ში ნაც­რის­ფერ­-შა­ვი ელ­ფე­რით.

თათები

კომ­პაქ­ტუ­რი, მომ­რგვა­ლე­ბუ­ლი, კა­ტის მსგავ­სი, ამოზნექილი თითებითა და შა­ვი ბრჭყალებით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, უკა­ნა – ძალ­ზე და­კუნ­თუ­ლი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი და ნუ­ში­სე­ბუ­რი ფორ­მის.

სა­ხე

ლა­მა­ზი, პრო­პორ­ცი­ული, გო­ნი­ე­რი და ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ტა­ნი

კომ­პაქ­ტუ­რი და და­კუნ­თუ­ლი, დი­დი, ძლი­ე­რი გულ­მკერ­დი­თა და ზო­მი­ე­რად გრძე­ლი კის­რით.


შე­ფე­რი­ლო­ბა


კრე­მის­ფრის, რუ­ხი­სა და შა­ვი ფე­რე­ბის ნა­ირ­გვა­რი შე­ხა­მე­ბა


სა­ხის ნაკ­ვთე­ბი

სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის დრუნ­ჩი თა­ვის ქა­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლი­ა; თვა­ლე­ბის ირ­გვლივ შა­ვი ბალ­ნის
"სათ­ვა­ლე" აქვს

ღია ფე­რის ბეწ­ვი

წი­ნა ფე­ხებს შო­რის ბა­ლა­ნი შე­და­რე­ბით მკრთა­ლია

ბრძა­ნე­ბებს სწავ­ლობს სწრა­ფად
ფხი­ზე­ლი მო­და­რა­ჯეა
არ სჭირ­დე­ბა დი­დი ფარ­თო­ბი
მხი­ა­რუ­ლი ბუ­ნე­ბი­საა
აქვს ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლი ბეწ­ვი

პატ­რო­ნებ­თან ძალ­ზე მე­გობ­რუ­ლი და  ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი­ა; ფრთხილი და უნ­დო­ბია  უცხ­ო­ებ­თან    
გაწ­ვრთე­ნით, რომ ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ არ იყე­ფოს.

სი­მაღ­ლე:  43-46 სმ; 
წო­ნა: 25-30 კგ   

Zooclub

სჭირ­დე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში _  მი­ეცით სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ბელ­მოხ­სნილ­მა ირ­ბი­ნოს და იქა­უ­რო­ბა შე­ის­წავ­ლოს
მშვი­დი და თა­მა­შის მოყ­ვა­რუ­ლი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ე­რი ჯი­ში­ა;
ხში­რად კარ­გად ეგუ­ე­ბა კა­ტებს,
ბეწ­ვი ცუდ ამინ­დში სა­ი­მე­დოდ იცავს;
ხვა­დებს უფ­რო ფუმ­ფუ­ლა და ხში­რი ბეწ­ვი აქვთ     
ბეწ­ვი და­ვარ­ცხნეთ და  გაწ­მინ­დეთ რე­გუ­ლა­რუ­ლად – ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, გან­სა­კუთრე­ბით გან­გუ­რის დროს,
გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ეპი­ლეფ­სია.    
დარ­წმუნ­დით, რომ ლეკ­ვმა ვე­ტე­რი­ნა­რული შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა და ჯან­მრთე­ლი გული აქვს.


კე­ეს­ჰონ­დს აქვს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, თვა­ლე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ღია ფე­რის `სათ­ვა­ლე­ი~.
ამ ჯიშს ზოგ­ჯერ `მომ­ღი­მარ ჰო­ლან­დი­ელს~ უწო­დე­ბენ, მი­სი ჩვე­ვის _ კბი­ლე­ბის
დაკ­რე­ჭის გა­მო.
ამ ძაღლს ჯაჭ­ვის სა­ყე­ლო მჭიდ­როდ არა­სო­დეს გა­უ­კე­თოთ, რად­გან ულა­მა­ზეს ფა­ფარს გა­უ­ფუ­ჭებთ.


რჩევა:
მის ხშირ თივთიკში ძნე­ლია ტკი­პე­ბის პოვ­ნა. Bბეწ­ვი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ სცვი­ვა – გა­ზაფ­ხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?