კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი ძაღ­ლი
კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი ძაღ­ლი
კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლის სამ­შობ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო ით­ვლე­ბა. ეს ძაღ­ლი ის­ტო­რი­უ­ლად ნა­ხი­რის და­სა­ცა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, მაგ­რამ ის შე­სა­ნიშ­ნავი მო­და­რა­ჯეც გა­მოდ­გა . კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი მი­ე­კუთ­ვნე­ბა მო­ლო­სის შთა­მო­მა­ვა­ლი ძაღ­ლე­ბის ჯგუფს, რო­მელ­თაც ახა­სი­ა­თებთ დი­დი, ღო­ნი­ე­რი სხე­უ­ლი, ძლი­ე­რი კი­სე­რი და მოკ­ლე დრუნ­ჩი. იგი უა­ღე­რე­სად გუ­ლა­დი და შე­უდ­რე­კე­ლი ჯი­შია, მაგრამ არასწო­რი გაწ­ვრთნის შემთხვევაში სა­შინ­ლად ავი და და­უნ­დო­ბე­ლი ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნო­ბე­ბის მი­მართ. ამ ძაღლს სქე­ლი და ხში­რი ბეწ­ვი კარ­გად იცავს მკაცრ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში. ლეკ­ვებს, სა­ნამ სქე­სობ­რივ სიმ­წი­ფეს მი­აღ­წე­ვენ, შე­და­რე­ბით თხე­ლი ბეწ­ვი აქვთ.

კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა, რათა უც­ნო­ბებს მშვი­დად
შეხ­ვდეს. პატ­რო­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის, განსაკუთრებით ბავ­შვე­ბი­ს, ასევე ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის დაც­ვის ძლი­ე­რი ინ­სტინ­ქტი აქვს, უც­ხოების მი­მართ
კი აგ­რე­სი­ულია. ესა­ჭი­როება ყო­ველ­დღი­უ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში.

კუ­დი
გრძე­ლი ბალ­ნით უხ­ვად და­ფა­რუ­ლი.

ბეწ­ვი
სქე­ლი და მკვრი­ვი, რომელიც ცივ ამინ­დში შე­სა­ნიშ­ნა­ვი დამ­ცვე­ლია.

ცხვი­რი
შა­ვი და წინ წა­მო­წე­უ­ლი.

თვა­ლე­ბი
ღრმად ჩამჯდარი და მუ­ქი ფე­რის.

ტა­ნი
დი­დი და და­კუნ­თუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკანა ფე­ხე­ბიც სწო­რი და ძვალ­მსხვი­ლი.


თა­თე­ბი
დი­დი და მძი­მე, თი­თებს შო­რის ბალ­ნით და­ფა­რუ­ლი.

Zooclub

კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად არის შე­გუ­ე­ბუ­ლი ცივ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს _ მი­სი სქე­ლი ბეწ­ვი სა­უ­კე­თე­სო იზო­ლა­ტო­რი­ა.

ამ ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია დი­დი თა­ვი და მოკ­ლე დრუნ­ჩი, ეს ძაღ­ლი დი­დად ფა­სობს, როგორც სა­ქონ­ლი­ს, ცხვრის ფა­რის მცვე­ლი და კარ-­მი­და­მოს მო­და­რა­ჯე.

ბეწ­ვის შე­ფე­რი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს: მთლიანად რუ­ხი, რუ­ხი თეთ­რი ნიშ­ნე­ბით, ჭრე­ლი, მდიდ­რუ­ლი მოყ­ვი­თა­ლო ან ყა­ვის­ფე­რი.

მონაცემები:
წარმოშობა - საქართველო
მთავ. დანიშნ - ცხვრის მწყემსვა
ტემპერამენტი - ერთგული, შეუპოვარი
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - რეგულარული
ვარჯიში - რეგულ., ინტენსიური
მოდარაჯე - ბრწყინვალე

65-70 სმ
70-80 კგ
62-66 სმ
50-60 კგ

ყურადღება!
კავ­კა­სი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკაც­რი და თანა­მიმ­დევ­რუ­ლი გაწ­ვრთნა.
ამ ჯიშს მწყემ­სი ძაღ­ლის ძლი­ე­რი ინ­სტინ­ქტი აქვს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?