ავ­სტრა­ლი­უ­რი კელ­პი
ავ­სტრა­ლი­უ­რი კელ­პი
ავ­სტრა­ლი­უ­რი კელ­პი, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც სა­ქონ­ლის შე­სა­ნიშ­ნავ­მა მწყემ­სმა, მთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი . ამ ძაღ­ლის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ხში­რად ადა­მი­ა­ნის მო­ღი­მარ სა­ხეს ადა­რე­ბენ. მას შეს­წევს უნა­რი, პატ­რო­ნის უშუ­ა­ლო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შეც შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა. კელ­პის წი­ნაპ­რე­ბი არი­ან კო­ლის ტი­პის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შა­ვი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­სტრა­ლი­ა­ში 1800 წლის და­საწყ­ის­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, რა­თა მწყემ­სად ემუ­შა­ვე­ბი­ნათ. ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით კელ­პის წი­ნა­პა­რი დინ­გო იყო. ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი კელ­პი იყო შავ­-ჟან­გის­ფე­რი ძუ ლეკ­ვი, რო­მე­ლიც 1872 წელს ჯეკ გლე­სონ­მა იყი­და კას­ტერ­ტო­ნის მო­სახ­ლის­გან. ერ­თგუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი, გო­ნი­ე­რი და ენერ­გი­უ­ლი კელ­პი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს თავს მუ­შა­ო­ბი­სას. ვერ
იტანს უსაქ­მუ­რო­ბას – ით­რგუ­ნე­ბა, ხმა­უ­რი­ა­ნი ხდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მავ­ნებ­ლო­ბა და­იწყ­ოს. თუ სიყ­ვა­რულ­სა და ყუ­რადღ­ე­ბას აგ­რძნო­ბი­ნებთ,
მშვი­დი და სან­დო კომ­პა­ნი­ო­ნი იქ­ნე­ბა. ამ ჯი­შის ძაღ­ლებს სარ­ბე­ნად დი­დი სივ­რცე ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ძლი­ერ და მოქ­ნილ ავ­სტრა­ლი­ურ კელ­პებს იდე­ა­ლუ­რი აგე­ბუ­ლე­ბა აქვთ სწრა­ფი და მარ­დი მოძ­რა­ო­ბე­ბი­სათ­ვის. ისი­ნი ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან ძაღ­ლებს შო­რის სი­მაღ­ლე­ში ხტო­მა­ში – მა­თი რე­კორ­დია 2 მ და 95 სმ.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - ავსტრალია
მთავ. დანიშნ. - საქონლის მწყემსვა
ტემპერამენტი - მეგობრული, გონიერი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - მინიმალური
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - ბრწყინვალე

56 სმ
14-21 კგ
51 სმ
14-21 კგ


კუ­დი
გრძე­ლი, ვიწ­რო და ბეწ­ვით
და­ფა­რუ­ლი.

ბეწ­ვი

ფე­რე­ბი: შა­ვი, წი­თური, ჟანგისფერი, კრემისფერი. მუ­შა კელ­პე­ბი გვხვდე­ბა სა­მი ტი­პის – გლუ­ვი, მოკ­ლე და უხე­ში ბეწ­ვით. გამოფენებზე დაიშვებიან ერთი ფერის, მოკლებეწვიანი ინდივიდები.

თათები

კომ­პაქ­ტუ­რი, მკვრი­ვი ბა­ლი­შე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და ­უ­კა­ნა ფე­ხებიც აქვს გრძე­ლი და ღო­ნი­ე­რი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი ყა­ვის­ფ­რი­დან მუქ თაფ­ლის­ფ­რამ­დე, ეხა­მე­ბა ბეწ­ვის ფერს.

სა­ხე
გრძე­ლი და წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, ფხი­ზე­ლი და გო­ნი­ვრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
შა­ვი ან ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
და­კუნ­თუ­ლი და გამ­ხდა­რი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დი­დი გულ­მკერ­დით და ძლი­ე­რი კის­რით.

Zooclub

ავ­სტრა­ლი­უ­რი კელ­პე­ბი უში­შა­რი ძაღ­ლე­ბი არი­ან, რო­ცა სა­ქო­ნელს აგ­რო­ვე­ბენ, ზურ­გი­დან უვ­ლი­ან და ისე ერე­კე­ბი­ან. ეს ძაღ­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბენ და ზოგ­ჯერ იკ­ბი­ნე­ბი­ან კი­დეც, ამი­ტომ, ლეკ­ვო­ბი­დან­ვე უნ­და გა­და­აჩ­ვი­ოთ კბენას.

რჩევა:
ეს ჯიში იყოფა განსხვავებულ – საგამოფენო და მუშა ფორმებად.
თანამედროვე ავსტრალიური კელპი მხოლოდ მწყემსი აღარ არის – ის წარმატებით
მონაწილეობს ძაღლების შეჯიბრებებშიც.


ავთო
საქართველოში არ იყიდება ამ წიშის ძაღლები?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?