უელ­სუ­რი კორ­გი პემ­ბრო­კი
უელ­სუ­რი კორ­გი პემ­ბრო­კი
უელ­სუ­რი კორ­გი პემ­ბრო­კი ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ძაღ­ლი­ა . ამ პა­ტა­რა და ალერ­სი­ა­ნი ცხო­ვე­ლის სა­ხე­ლი დიდ­ხანს იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­თან. თა­ვი­დან ცნო­ბი­ლი იყო უელ­სუ­რი კორ­გი, დღეს კი მი­სი ორი ჯი­ში არ­სე­ბობს – პემ­ბრო­კი და კარ­დი­გა­ნი. ასე­თი და­ყო­ფა და­ახ­ლო­ე­ბით 70 წლის წინ მოხ­და. მა­თი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი­ა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პემ­ბრო­კი უელ­სში ბელ­გი­ელ­მა ფე­იქ­რებ­მა ჩა­იყ­ვა­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 1000 წლის წინ. ეს ძაღ­ლი დი­დად ფა­სობ­და, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვად მწყემ­სავ­და ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნილ ფა­რა­სა და ნა­ხირს. პემ­ბრო­კე­ბი ცხვარს ან სა­ქო­ნელს ფე­ხებ­ში ჰკბენ­დნენ და ისე მი­ერ­კე­ბოდ­ნენ.
ეს ჩვე­ვა დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლი აქვთ და, შე­საძ­ლო­ა, ადა­მი­ა­ნებ­საც წა­ე­ტა­ნონ საკ­ბე­ნად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი უყ­ვართ,
პემ­ბრო­კე­ბის მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. იზ­რუ­ნეთ, რომ კბენა ლეკ­ვო­ბი­დან­ვე მო­აშ­ლე­ვი­ნოთ. ეს ძაღ­ლე­ბი ერი­დე­ბი­ან უცხ­ო­ებს და მათ­გან კარ­გი მო­და­რა­ჯე­ე­ბი გა­მო­დი­ან.

თუ ამ პა­ტა­რა ძაღლს შე­ა­ქებთ და მო­ე­ფე­რე­ბით, მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ზედ­მე­ტი საჭ­მე­ლი არ მის­ცეთ, თო­რემ გა­სუქ­დე­ბა და გა­ზარ­მაც­დე­ბა. მი­სი რბი­ლი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის, წყალ­გა­უმ­ტა­რი ბეწ­ვი ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლი­ა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

კუ­დი
ბუ­ნებ­რი­ვად მოკ­ლე ან ბო­ლომ­დე წაჭ­რი­ლი.

თათები
ო­ვა­ლუ­რი, ღო­ნი­ე­რი, ამო­ბურ­ცუ­ლი ბა­ლი­შე­ბით.

ბეწ­ვი
წი­თური, სი­ა­სა­მუ­რის­ფე­რი, ჩალისფერი, ჟანგისფერი და შა­ვი. ყვე­ლა ეს ფე­რი ზოგ­ჯერ თეთ­რთან ერთად გვხვდე­ბა.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს მოკ­ლე და­კუნ­თუ­ლი და გა­მოკ­ვე­თი­ლი ძვლე­ბით.

სა­ხე
მე­ლი­ის მსგავ­სი; გო­ნივ­რული და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
ო­ვა­ლუ­რი, ყა­ვის­ფე­რი.

ცხვი­რი
მთლიანად შა­ვი.

ტა­ნი
დაბ­ლა და­წე­უ­ლი, ღო­ნი­ე­რი, მკვრი­ვი, შე­და­რე­ბით გრძე­ლი, ოდ­ნავ მოხ­რი­ლი კის­რი­თა და დი­დი გულ­მკერ­დით.

Zooclub

ეს ფრთხი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ძაღ­ლი კარ­გად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წვრთნას, წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს ფერ­მებ­ში, ეგუ­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ საცხ­ოვ­რე­ბელ გა­რე­მოს. საკ­მა­ოდ ჯან­მრთე­ლი ჯი­ში­ა, თუმ­ცა მოკ­ლე ფე­ხე­ბი­სა და გრძე­ლი ტა­ნის გა­მო შე­იძ­ლე-­ბა და­ე­მარ­თოს ხერ­ხემ­ლის
და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად,
მალ­თა­შო­რი­სი თი­ა­ქა­რი.


მონაცემები:
წარმოშობა - ბელგია
მთავ. დანიშნ - მწყემსვა
ტემპერამენტი - დამოუკიდ., მოალერსე
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი:
25-30 სმ
11-14 კგ
ძუ:
25-30 სმ
11-14 კგ


ყუ­რადღ­ე­ბა!
ბეწ­ვი ძალ­ზე სცვი­ვა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ და მთე­ლი წლის განმავლობაშიც ცოტ­-ცო­ტა ჩა­მოს­დის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?