ტი­ბე­ტუ­რი ტე­რი­ე­რი
ტი­ბე­ტუ­რი ტე­რი­ე­რი
ამ ჯი­შის ტე­რი­ე­რე­ბი თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ ტი­ბეტ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ მი­აჩ­ნი­ათ. ეს ძაღ­ლე­ბი პატ­რო­ნებს აღაფ­რთო­ვა­ნე­ბენ თა­ვი­ან­თი უშ­რე­ტი ენერ­გი­ი­თა და სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით . ჯერ კი­დევ 80 წლის წინ ეს ჯი­ში ტი­ბე­ტის გა­რეთ, და­სავ­ლეთ­ში, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი იყო და თით­ქმის არა­ვინ იც­ნობ­და. მარ­თა­ლი­ა, ნამ­დვილ ტე­რი­ე­რებს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რად­გან არ შე­უძ­ლი­ათ სო­რო­დან მსხვერ­პლის გა­მო­დევ­ნა, მაგ­რამ ეს ჩას­კვნი­ლი, პა­ტა­რა ცხო­ვე­ლე­ბი მე­ტად სხარ­ტე­ბი არი­ან და მყა­რი ფე­ხე­ბი აქვთ – შე­უძ­ლი­ათ უკა­ნა ფე­ხებ­ზე დად­გო­მა და მაღ­ლა ახ­ტო­მა, რო­ცა სურთ და­ი­ნა­ხონ, რა დევს მა­გი­და­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ იქ საჭ­მე­ლი ეგუ­ლე­ბათ. ეს გო­ნი­ე­რი
ცხო­ვე­ლე­ბი ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლე­ბი არი­ან და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სიფ­ხიზ­ლით - აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­გე­ბი­ნე­ბენ პატ­რონს უცხო პი­რის ახ­ლო­მახ­ლო ყოფ­ნას.

ტი­ბე­ტუ­რი ტე­რი­ე­რი რომ სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მი­სი გრძე­ლი ორ­მა­გი ბეწ­ვი ყო­ველ მე­ო­რე დღეს და­ვარ­ცხნეთ, რათა არ მო­ი­თე­ლოს. გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით, რო­ცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. თვა­ლე­ბის ირ­გვლივ შე­ა­ჭე­რით თმა ბლაგ­ვწვე­რი­ა­ნი მაკ­რატ­ლით, რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­უ­მოწ­მეთ ყუ­რე­ბი, მო­ა­ცი­ლეთ მიკ­რუ­ლი ბირ­კე­ბი, წკი­რე­ბი ან ტკი­პე­ბი.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ტიბეტი
მთვარი დანიშნ. - ფერმის ძაღლი
ტემპეამენტი - ფხიზელი, ცელქი
სიც. ხანგრძლი. 17-20 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., მსუბუქი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
36-41 სმ
8-14 კგ
ძუ
33-38 სმ
7-11 კგ

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და ძლი­ე­რი, უკა­ნა – ფარ­თო და ძალ­ზე და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი
აბურ­ძგნი­ლი, ლა­მა­ზი, გრძე­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვით; თეთ­რი ოქ­როს­ფე­რი, კრე­მის­ფე­რი, ნაც­რის­ფე­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი, შა­ვი, ჭრე­ლი ან
სამ­ფე­რო­ვა­ნი.

კუ­დი

უხ­ვად შე­მო­სი­ლი ბეწ­ვით, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი და ოდ­ნავ მოხ­რი­ლი.

თათები
Dდი­დი, ბრტყე­ლი, მრგვა­ლი; მათი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ძა­ლი­ან ღრმა თოვ­ლშიც მყა­რად და­დის.

თვა­ლე­ბი
Dდი­დი და ფარ­თო, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, გო­ნი­ე­რი და ეშ­მა­კუ­რი მზე­რით.

ცხვი­რი

შა­ვი, ტყა­ვი­სე­ბ­რი, ღი­ლის ფო­რმის.

სა­ხე
Lლა­მა­ზი პრო­პორ­ცი­ის; გრძე­ლი თმა შუბ­ლსა და თვა­ლებ­ზე აქვს ჩა­მოყ­რი­ლი.

ტა­ნი

Kკომ­პაქ­ტუ­რი, ოთხ­კუთხა ფორ­მის.


Zooclub

თა­მა­ში და რე­გუ­ლა­რუ­ლი სე­ირ­ნო­ბა ამ ძაღლს ხა­ლის­სა და სი­ჯან­სა­ღეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს.
ტი­ბე­ტუ­რი ტე­რი­ე­რე­ბი ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მათ­განს აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.
სამ­შობ­ლო­ში ტი­ბე­ტუ­რი ტე­-რი­ე­რე­ბი ფერ­მებ­ში ჰყავთ და მრა­ვა­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ.
იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად და­ი­ნა­ხოს, თმა შე­კ­რი­ჭეთ ან ბაფ­თით შე­უ­კა­რით თავ­ზე.


რჩევა:
ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი­ა, ესა­ჭი­რო-­ე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი თა­მა­ში.
შე­უძ­ლი­ა ძა­ლი­ან მაღ­ლა ახ­ტო­მა, ამი­ტომ თქვენს ეზოს მა­ღა­ლი ღო­ბე უნ­და შე­მო­ავ­ლოთ, რომ ძაღ­ლი არ გა­გექ­ცეთ.


ბაბი
მამალი არავის გყავთ? შესაჯვარებლად მინდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?