ბულდოგი
ბულდოგი
ჩას­კვნი­ლი ბულ­დო­გი უაღ­რე­სად გა­ბე­დუ­ლი ძაღ­ლია – მა­თი ფარ­თო, გა­მო­წე­უ­ლი გულ­მკერ­დი და დგო­მის მა­ნე­რა შე­უ­პოვ­რო­ბა­სა და სი­ჯი­უ­ტეს გა­მო­ხა­ტავს . მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბულ­დო­გე­ბი მა­ინც ჰყავთ ოჯა­ხის საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლე­ბად. ძვე­ლად ბულ­დო­გე­ბი მოჩხ­უ­ბა­რი ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი რინ­გზე გაჰ­ყავ­დათ, სა­დაც ისეთ ცხო­ვე­ლებს ერ­კი­ნებ­დოდ­ნენ, რო­გო­რე­ბი­ცაა ხა­რე­ბი, დათ­ვე­ბი და სხვა დი­დი ძაღ­ლე­ბი. რო­დე­საც ასე­თი სის­ხლი­ა­ნი სპორ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ნელ­და, მომ­შე­ნებ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ბულ­დო­გის მო­შე­ნე­ბას შე­ე­ცად­ნენ, მო­ღუ­შუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სან­დო ძაღ­ლია და ერ­თ-ერთ უწყ­ი­ნარ ჯი­შად ით­ვლე­ბა. ბულ­დო­გი აფ­რთხობს და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რებს, რად­გან ცო­ტა ვინ­მე თუ გა­ბე­დავს ამ მა­მაც
ძაღ­ლთან შებ­მას, რო­მელ­საც ხა­რის და­მარ­ცხე­ბაც კი შე­უძ­ლი­ა. მი­სი გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია – და­ვარ­ცხნეთ
სა­ვარ­ცხლით ან ჯაგ­რი­სით და აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

Zooclub

გაფ­რთხილ­დით, ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბი არ მის­ცეთ, რად­გან მა­ლე სუქ­დე­ბი­ან. ბულ­დო­გე­ბი თა­ვის საჭ­მელს იცა­ვენ და არა­ვის აკა­რე­ბენ.


მონაცემები:
წარმოშობა - ინგლისი, საფრანგეთი
მთავარი დანიშნულება - მებრძოლი
ტემპერამენტი - სანდო, მშვიდი
სიც. ხანგრძლივობა 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ,. ზომიერი
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
36-41 სმ
20-25 კგ
ძუ
30-36 სმ
16-20 კგ

Zooclub

ბეწ­ვი
მოკ­ლე, წი­თური, ჩალისფერი, ზო­ლი­ა­ნი, მი­წის­ფე­რი ან თეთ­რი, სხვადასხვა ფერის ლაქებით. დრუნ­ჩი ზოგ­ჯერ მუ­ქი აქვთ.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს მოკ­ლე, სწო­რი და და­კუნ­თუ­ლი, უკა­ნა – ძლი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი და წი­ნა
ფე­ხებ­ზე გრძე­ლი.

თათები
კომ­პაქ­ტუ­რი, ერ­თმა­ნე­თი­ს­გან გა­მო­ყო­ფი­ლი თითებით, სქე­ლი ბრჭყალებით.

კუ­დი
მოკ­ლე, ძირ­ში სქე­ლი და ბოლოში წვრილი.

ტა­ნი
მოკ­ლე, ოთხ­კუთხა ფორ­მის, და­კუნ­თუ­ლი, ძა­ლი­ან ფარ­თო გულ­მკერ­დი­თა და სქე­ლი, ძლი­ე­რი კის­რით.

ცხვი­რი

დი­დი, ფარ­თო და შა­ვი.

თვა­ლე­ბი

მრგვა­ლი და მუ­ქი.

სა­ხე
ფარ­თო და ბრტყელი, კე­თი­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

Zooclub

ბულ­დო­გს წი­ნი­დან თუ შე­ხე­დავთ, მი­სი გულ­მკერ­დი, გან­ზე გად­გმუ­ლი ღო­ნი­ე­რი ფე­ხე­ბი და მი­წის ზე­და­პი­რი კვად­რატს ქმნის. ეს ძაღ­ლი დინ­ჯად, თით­ქმის ბაჯ­ბა­ჯით და­დის. ჯობს, ბევ­რი არ ავარ­ჯი­შოთ.

თქვე­ნი ბულ­დო­გი ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა, თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად ისე­ირ­ნებს ან გა­ერ­თო­ბა (მა­გა­ლი­თად, ბურ­თის დევ­ნით), რაც დიდ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას არ მო­ითხ­ოვს.
ბულ­დო­გის ლეკ­ვე­ბი, რო­მელ­თაც დი­დი თა­ვი და ნა­კე­ცე­ბი­ა­ნი კა­ნი აქვთ, რო­გორც წე­სი, სა­კე­ის­რო კვე­თით იბა­დე­ბი­ან.

Zooclub

რჩევა:
ბულ­დო­გე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია დორ­ბლი­ა­ნო­ბა და ხვრინ­ვა. მოკ­ლე დრუნ­ჩის გა­მო მუდ­მი­ვად აქვთ სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ვერ იტა­ნენ ზედ­მეტ სიცხ­ეს ან სი­ცი­ვეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?