ბოს­ტონ ტე­რი­ე­რი
ბოს­ტონ ტე­რი­ე­რი
ბოს­ტონ ტე­რი­ერს ბევ­რი ღირ­სე­ბა აქვს: გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე­ა, ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ზნის ძაღ­ლი­ა . გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რომ ის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­შია აშ­შ-ში. ბოს­ტონ ტე­რი­ე­რის წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი თეთ­რი ინ­გლი­სუ­რი ტე­რი­ე­რი და ინ­გლი­სუ­რი და ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გე­ბი არი­ან. ეს ჯი­ში აშ­შ-ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 წლის წინ გა­მო­იყ­ვა­ნეს ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ამ­გვა­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი დღე­ის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი­ა. ეს ოთხ­ფე­ხა ყო­ველ­თვის მზა­დაა ეჩხ­უ­ბოს სხვა ძაღ­ლებს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სა­ერ­თოდ არ არის აგ­რე­სი­უ­ლი. მო­უს­ვე­ნარ­სა და ალერ­სი­ან ბოს­ტონ ტე­რი­ერს მოს­წონს ოჯა­ხის წევ­რად ყოფ­ნა, სან­დოა
ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც, გო­ნი­ე­რი და ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლი ძაღ­ლი­ა. მცი­რე ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი გა­მო­დის.
ბოს­ტონ ტე­რი­ე­რის მშვე­ნი­ე­რი, რბი­ლი, მოკ­ლე, მბზი­ნა­ვი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია – საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით მსუ­ბუ­ქი დავარ­ცხნა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ეს ჩა­სკვნი­ლი, დიდ­თა­ვა და და­კუნ­თუ­ლი ძაღ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან: გო­ნი­ე­რე­ბი, ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლე­ბი, ფხი­ზე­ლი გუ­შა­გე­ბი და ძალ­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ნი. მა­თი მოვ­ლა იო­ლი­ა, ამი­ტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯი­შით ახ­ლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში
ბევ­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ჭეშ­მა­რი­ტად `ა­მე­რი­კუ­ლი~ ძაღ­ლი – ბოს­ტონ ტე­რი­ე­რი მკვირ­ცხლი, გო­ნი­ე­რი და დამ­ჯე­რი ჯი­ში­ა. აქვს გა­ბე­დუ­ლი ხა­სი­ა­თი და დი­დი ენერ­გია – იზი­დავს ინ­ტენ­სი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა და თა­მა­ში.

მონაცემები:
წარმოშობა - აშშ
მთავ. დანიშნულება - მებრძოლი ძღლი
ტემპერამენტი - ცელქი, უშიშარი
სიც. ხანგრძლივობა - 13-15 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
51 სმ
14-20 კგ
ძუ
46 სმ
14-18 კგ

კუ­დი
დაბ­ლა და­წე­უ­ლი, მოკ­ლე, ლა­მა­ზი და დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი.


ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი აქვს.

ბეწ­ვი
Mმოკ­ლე, ზოლებიანი ან შა­ვი, თეთ­რი ლა­ქე­ბით.

თათები
პა­ტა­რა, მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, შე­სამ­ჩნე­ვად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებითა და მოკ­ლე ბრჭყალებით.

სა­ხე
მოკ­ლე, ფარ­თო დრუნ­ჩით, აც­ქვე­ტი­ლი ყუ­რე­ბით, აქვს ამობურცული თვა­ლე­ბი, ფხი­ზე­ლი და კე­თი­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა.

ცხვი­რი
შა­ვი და ფარ­თო.

ტა­ნი
ოთხ­კუთხა ფორ­მის, კომ­პაქ­ტუ­რი, კარ­გად და­კუნ­თუ­ლი, ძლი­ე­რი კის­რი­თა და ფარ­თო გულ­მკერ­დით.

დაც­ქვე­ტი­ლი ყუ­რე­ბი
ყუ­რე­ბი დასმულია თა­ვის ქა­ლის კუთხ­ე­ებ­თან

დი­დი თა­ვი
დი­დი თა­ვი და ბრტყე­ლი თხე­მი აქვს; კა­ნის ნა­კე­ცე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა

შე­ფე­რი­ლო­ბა
ვეფ­ხვი­სებ­რი, შა­ვი თეთ­რი ნიშ­ნე­ბით, ან შა­ვი მო­წი­თა­ლო ელ­ფე­რით


Zooclub

ის­ტო­რია

ბოს­ტონ ტე­რი­ე­რის წარ­მო­შო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ძაღლს, სა­ხე­ლად ჯა­ჯის, რო­მე­ლიც ბულ­დო­გი­სა და ინ­გლი­სუ­რი ტე­რი­ე­რის დარ­თვით გაჩ­ნდა. 1870-ი­ან წლებ­ში იგი ინ­გლი­სი­დან აშ­შ-ში ჩა­იყ­ვა­ნა რო­ბერტ ჰუ­პერ­მა, რო­მე­ლიც ბოს­ტონ­ში (მა­სა­ჩუ­სეტ­სი) ცხოვ­რობ­და. 1889 წლის­თვის, უკ­ვე არ­სე­ბობ­და 30 მომ­შე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­თა მი­ერ გა­მოყ­ვა­ნილ ხა­ზებ­ში ჯა­ჯის შთა­მო­მავ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ მომ­შე­ნებ­ლებ­მა შექ­მნეს ამე­რი­კუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რის კლუ­ბი. ბულ­ტე­რი­ე­რის მე­პატ­რო­ნე­თა პრო­ტეს­ტის პა­სუ­ხად, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ჯი­შის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლას ითხ­ოვ­დნენ, ახალ ჯიშს და­არ­ქვეს ბოს­ტონ ტე­რი­ე­რი – იმ რე­გი­ო­ნის სა­ხე­ლი, სა­დაც ჯა­ჯი ცხოვ­რობ­და. AKჩ*-მ 1893 წელს ბოს­ტონ ტე­რი­ე­რი ჯი­შად აღი­ა­რა, რის შემ­დე­გაც, 1920-ი­ან წლებ­ში, მი­სი რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პლა­რი ევ­რო­პა­ში წა­იყ­ვა­ნეს.


ჯი­შის ნიშ­ნე­ბი

ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ ლეკ­ვი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჯი­შის სტან­დარ­ტებს, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა შა­ვი ფე­რის ფე­ხე­ბი ჰქონ­დეს და თეთ­რი ბეწ­ვი ნაკ­ლე­ბად ერი­ოს. თუმ­ცა უნ­და ით­ქვას, რომ ფერს ან ნიშ­ნებს ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ბოს­ტონ ტე­რი­ე­რები. ძალ­ზე უახ­ლოვ­დე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რებს და ხა­ლი­სით სწავ­ლო­ბენ ყვე­ლა­ფერს. ეს ძაღ­ლე­ბი კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან ქა­ლა­ქის გა­რე­მოს, მეტადრე, თუ ახ­ლო­მახ­ლო პარ­კი­ა. ამ ჯიშს მოკ­ლე ბეწ­ვი აქვს, ამი­ტომ მი­სი კარ­გი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძალ­ზე ად­ვი­ლი­ა.


მოკლე დახასიათება
დამ­ჯე­რი ძაღ­ლია
გა­მო­ირ­ჩე­ვა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტით
აქვს ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლი ბეწ­ვი
ამომ­ჯდა­რი თვა­ლე­ბი
ხში­რად უზი­ან­დე­ბა
ხვრინ­ავს


ჯიშის მახასიათებლები, შენიშვნები

მო­სიყ­ვა­რუ­ლე და დუ­ნე, ფრთხი­ლი     
სი­მაღ­ლე: 38-43 სმ; წო­ნა: 7-11.3 კგ    
მოს­წონს ყო­ველ­დღი­უ­რი ცუნ­ცუ­ლი პარ­კში და იქა­უ­რო­ბის შეს­წავ­ლა;
არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც ათ­ლე­ტუ­რი    
ნუ ავარ­ჯი­შებთ შუ­ადღ­ის სიცხ­ე­ში, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მზის დაკ­ვრა
მი­ი­ღოსკარ­გად ეგუ­ე­ბა ში­ნა­ურ ცხოვ­რე­ბას;
ცუდ ამინ­დში სახ­ლში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია    
ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი არ არის სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ;
ბებ­რე­ბი ხში­რად ხვრი­ნა­ვენ   
კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად პერიოდულად გაწვრთენით;
თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ, რო­ცა ახ­ლოს სხვა ძაღ­ლე­ბია სჭირ­დე­ბა მოვ­ლა კვი­რა­ში ერ­თხელ   
ბეწ­ვის გა­საწ­მენ­დად გა­მო­ი­ყე­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­თათ­მა­ნი;
გა­უწ­მინ­დეთ ყუ­რე­ბი და თვა­ლე­ბი ბამ­ბის ტამ­პო­ნიანი წკირით თვა­ლე­ბის რქო­ვა­ნას ხში­რი და­ზი­ა­ნე­ბა; ბრა­ქი­ცე­ფა­ლი­ის სინ­დრო­მი;
დიდ­თა­ვი­ა­ნი ლეკ­ვე­ბის და­ბა­დე­ბას შე­საძ­ლოა სა­კე­ის­რო კვე­თა დას­ჭირ­დეს   
თვა­ლე­ბის და­სა­ცა­ვად მო­ა­რი­დეთ ქვეტყ­ე­ში სე­ირ­ნო­ბას 



ამ სან­დო­მი­ან, მოკ­ლედ­რუნ­ჩი­ან ძაღ­ლებს შე­საძ­ლოა სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, გა­ნსა­კუთ­რე­ბით აღელ­ვე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის, ან სიცხ­ე­სა და სი­ცი­ვე­ში ყოფ­ნის დროს. ამ ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბათ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კა-­
ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ამო­ბურ­ცუ­ლი თვა­ლე­ბი კი ად­ვი­ლად უზი­ან­დე­ბა. ყო­ველ-დღე გა­უ­სუფ­თა­ვეთ თვა­ლე­ბი და სა­ხე სვე­ლი, კარ­გად გა­წუ­რუ­ლი ნაჭ­რით, შე­უ­მოწ­მეთ და ჭუჭყ­ის­გან გა­უწ­მინ­დეთ ყუ­რე­ბი.


რჩევა:
ძუ­ებს უჭირთ მშო­ბი­ა­რო­ბა, რად­გან ვიწ­რო მენ­ჯი აქვთ და მა­თი დიდ­თა­ვი­ა­ნი ლეკ­ვე­ბი ხში­რად სა­კე­ის­რო კვე­თით ჩნდე­ბი­ან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?