ჩი­ნუ­რი ქო­ჩო­რა ძაღ­ლი
ჩი­ნუ­რი ქო­ჩო­რა ძაღ­ლი
ეს პა­ტა­რა არ­სე­ბა მხო­ლოდ მა­შინ უნ­და აირ­ჩი­ოთ, თუ მზად ხართ, პატ­რო­ნის მი­მართ მი­სი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და­ა­ფა­სოთ. უც­ნო­ბი­ა, რო­გორ ან სად წარ­მო­იშ­ვა ეს ჯი­ში. იგი ჯერ კი­დევ უძ­ვე­ლეს ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და. ამ უჩ­ვე­უ­ლო ძაღ­ლის ორი სა­ხეს­ხვა­ო­ბა არ­სე­ბობს: ერ­თია ე. წ. უბ­ალ­ნო, რო­მელ­საც მხო­ლოდ თავ­ზე, თა­თებ­სა და კუდ­ზე აქვს ბეწ­ვი; მე­ო­რე – ბალ­ნი­ა­ნი, რო­მელ­საც გრძე­ლი, რბი­ლი ბეწ­ვი აქვს. უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ ორი­ვე ჯი­ში ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე ნა­ყარ­ში იბა­დე­ბა. ამ ძაღ­ლებს არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა, არა­სო­დეს მის­ცეთ ძვა­ლი, რად­გან აკ­ლი­ათ ზო­გი­ერ­თი კბი­ლი და შე­იძ­ლე­ბა და­იხ­რჩონ.
მო­ა­რი­დეთ ზედ­მეტ საკ­ვებ­საც, რად­გან შე­საძ­ლოა ბევ­რი ჭა­მით გა­სუქ­დნენ.

მი­სი გრძე­ლი, მშვე­ნი­ე­რი, ორ­მა­გი ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა
სა­ვარ­ცხლით ან ჯაგ­რი­სით ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­მა­ტე­ბი­თი ზრუნ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ გან­გუ­რის დროს. თუ სა­თა­ნა­დოდ არ მო­უვ­ლით, თივ­თი­კი მო­ე­თე­ლე­ბათ.

ბეწვი
ორივე სახეობისთვის დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა: ერთფერი, ლაქებიანი ან დაწინწკლული.

კუ­დი
წვრი­ლი, წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი და აპ­რე­ხი­ლი.

სა­ხე

პა­ტა­რა, სო­ლი­სე­ბუ­რი ფორ­მის, ცოცხ­ა­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თათები
კურ­დღლის მსგავ­სი, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თი­თე­ბით.

თვა­ლე­ბი
ნუ­შისებრი ფორ­მის. მუქ ძაღ­ლებს მუ­ქი ფე­რის აქვთ, ღია ფე­რის ძაღ­ლებს – ღია.

ცხვი­რი
მუ­ქი ფე­რის ძაღ­ლებს მუ­ქი ცხვი­რი აქვთ, ღია ფე­რი­სას შე­იძ­ლე­ბა ღია ფე­რის ჰქონ­დეს.

ტა­ნი
გამ­ხდა­რი, ოდ­ნავ მოხ­რი­ლი კის­რი­თა და და­კუნ­თუ­ლი გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა და უკა­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, გრძე­ლი და გამ­ხდა­რი აქვს.


უბალ­ნო ხში­რად აბა­ნა­ვეთ და კა­ნი და­უ­ზი­ლეთ ცო­ტაოდენი ზე­თით ან კრე­მით, რომ შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს ელას­ტი­კუ­რო­ბა. ამ ძაღ­ლებს მოს­წონთ სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი და რე­გუ­ლა­რუ­ლი თა­მა­ში. ჩი­ნუ­რი ქო­ჩო­რა ძაღ­ლე­ბი ძალ­ზედ ეჩ­ვე­ვი­ან თა­ვი­ანთ პატ­რო­ნებს და მათ­თან ყოფ­ნა მუდმივად უნ­დათ.

ხვადი
23-33 სმ.
5 კგ.
ძუ
23-33 სმ.
5 კგ.

მონაცემები:
წარმოშობა - ჩინეთი;
მთავ. დანიშნულება - კალთის ძაღლი;
ტემპერამენტი - ენერგტ. თავდადებული;
სიც. ხანგრძლივობა - 13-15 წელი;
მოვლა - ყოველდღიური, ვარცხნა;
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი;
მოდარაჯე - სუსტი.


ყურადღება!
უბალნო ვერ იტანს შა­ლის ქსო­ვი­ლის შე­ხე­ბას და მგრძნო­ბი­ა­რეა მზის სხი­ვე­ბის მი­მართ.
ეს სა­ხე­ო­ბა შე­უ­ფე­რე­ბე­ლია ცი­ვი კლი­მა­ტი­სათ­ვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?