მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი პინ­ჩე­რი
მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი პინ­ჩე­რი
მი­ნი-­პი­ნი, რო­გორც მას უწო­დე­ბენ, ტე­რი­ე­რის ტი­პის ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი ძაღ­ლი­ა . მის უეჭ­ველ სი­მა­მა­ცეს დი­დად აფა­სე­ბენ გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც წარ­მო­იშ­ვა და ვირ­თაგ­ვე­ბის მარ­ჯვე და და­უნ­დო­ბელ დამ­ჭე­რად ით­ვლე­ბო­და. 100 წლის წინ მი­ნი-­პი­ნებს მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში თუ იც­ნობ­დნენ, დღეს კი მთელ ევ­რო­პა­ში არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი.

ეს მა­მა­ცი, ენერ­გი­უ­ლი პა­ტა­რა ძაღ­ლი გაცხ­ა­რე­ბით უყეფს და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რებს და ჰკბენს კი­დეც. არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ბავ­შვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის, რად­გან თუ ვინ­მე უხე­შად მო­ექ­ცე­ვა, ან რა­მეს და­უ­ზი­ა­ნებს, აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხებს. მი­სი რბი­ლი, მოკ­ლე და ხში­რი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით. შამ­პუ­ნით გა­ა­სუფ­თა­ვეთ მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა
ამი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა
და მო­ა­ცი­ლეთ ზედ­მე­ტი ბა­ლა­ნი პირ­სა­ხო­ცის ნო­ტიო ნაჭ­რით.

მი­ნი­ა­ტიუ­რულ პინ­ჩერს სა­ხე­ზე, თვა­ლე­ბის ზე­მოთ და მკერ­დზე მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ჟან­გის­ფე­რი ლა­ქე­ბი აქვს. ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლი­ა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლე­ბი­სა და სახ­სრე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ძუ­ებს ხში­რად უჭირთ ლეკ­ვე­ბის დაყ­რა, ამი­ტო­მაც ეს პრო­ცე­სი ვე­ტე­რი­ნა­რის ზე­დამ­ხედ-
­ვე­ლო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ, მოჭ­რი­ლი.

თვა­ლე­ბი
ოდ­ნავ ოვა­ლუ­რი და მუ­ქი.

ბეწ­ვი
Mმოკ­ლე, შა­ვი, ცის­ფე­რი, შო­კო­ლა­დის­ფე­რი და მთლი­ა­ნად წი­თური.

თათები
პა­ტა­რა, კა­ტი­სე­ბუ­რი, ძლი­ე­რი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებითა და დი­დი ბა­ლი­შე­ბით.

ცხვი­რი
შა­ვი, გა­მო­ნაკ­ლი­სია შო­კო­ლა­დის­ფერი ძაღლები, რომელთაც ყავისფერი ცხვი­რი აქვთ.

სა­ხე
ძლი­ე­რი და წაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, უში­შა­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ტა­ნი
Mმკვრი­ვი და კომ­პაქ­ტუ­რი, მოხ­დე­ნი­ლი ფორ­მის კის­რი­თა და და­კუნ­თუ­ლი გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც ღო­ნი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი აქვს.

ხა­ლი­სი­ა­ნი და უში­შა­რი მი­ნი-­პი­ნი ცნო­ბი­ლი­ა, რო­გორც `დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბის მე­ფე~. მარ­თა­ლი­ა, ბევ­რი ვარ­ჯი­ში არ ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რუ­ლი სირ­ბი­ლი­სა და გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეს. ეზოს, სა­დაც ის თა­მა­შობს, უნ­და ჰქონ­დეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ღო­ბე, რომ გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლოს.

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნ. - ვირთხებზე ნადირობა
ტემპერამენტი - მამაცი, ენერგიული
სიც. ხანგრძლივობა - 13-15 წელი
მოვლა - ყოველდ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. მსუბუქი
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ხვადი
25-30 სმ
4-5 კგ
ძუ
25-28 სმ
4 კგ

ყურადღება!
ეს ძაღ­ლე­ბი მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან და უყ­ვართ ხე­ტი­ა­ლი.
მოს­წონთ პა­ტა­რა ნივ­თე­ბის ღეჭ­ვა, თუ შემთხვევით გადაყლაპავს, შეიძლება დაიხრჩოს.
dali kotrikadze
მყავს მინიატურული პინჩერი მდედრი თუ შესაძლებელია მჭირდება რჩევა.გარეთ რომ გამყავს წივის,კივის და ყველა გამვლელს უყეფს.როგორ გადავაჩვიო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?