მალ­ტე­ზი
მალ­ტე­ზი
ჯერ კი­დევ რო­მის იმ­პე­რი­ის პე­რი­ო­დი­დან სა­ხელ­გან­თქმუ­ლი, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი მალ­ტე­ზი სა­ოც­რად კე­თი­ლის­მყო­ფელ გავ­ლე­ნას ახ­დენს პატ­რო­ნის გან­წყობა­ზე . ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ქა­ლებს, მი­უ­ხე­დე­ვად ასა­კი­სა. მალ­ტე­ზი ბევრ ცნო­ბილ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ამ ჭკვი­ან და ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნელ ფი­ნი­ას სი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა უვ­ლი­ან, ეფე­რე­ბი­ან და ანე­ბივ­რე­ბენ. სი­ცოცხ­ლით სავ­სე, ფრთხი­ლი მალ­ტე­ზი ყე­ფით გა­გა­გე­ბი­ნებთ უცხო პი­რე­ბის მოს­ვლას. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი გრძე­ლი რბი­ლი ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა, ოღონდ ფრთხი­ლად უნ­და და­ვარ­ცხნოთ. თვა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ამო­უ­სუფ­თა­ვეთ, ჭა­მის შემ­დეგ კი წვე­რი გა­უწ­მინ­დეთ. რე­გუ­ლა­რუ­ლად აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ შამ­პუ­ნით, კარ­გად გა­ამ­შრა­ლეთ და დარ­წმუნ­დით, რომ არ სცი­ვა. ყუ­რე­ბი
ამო­უწ­მინ­დეთ და შე­ა­ჭე­რით ღრუ­ში ამო­სუ­ლი ბა­ლა­ნი.

Zooclub

მალ­ტე­ზებს მოს­წონთ რე­გუ­ლა­რუ­ლი სე­ირ­ნო­ბა სა­ნა­პი­რო­ზე ან პარ­კში ცელ­ქო­ბა. სი­ბე­რე­შიც
ისე­თი­ვე მხი­ა­რუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორიც ლეკ­ვო­ბა­ში. სა­გან­გე­ბო კვე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ, უბ­რა­ლოდ, არ უნ­და მისცეთ ბევ­რი საჭ­მელი.

მონაცემები:
წარმოშობა - მალტა
მთავარი დანიშნულება - კომპანიონი ძაღლი
ტემპერამენტი - მშვიდი, მოალერსე
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - რეგულარული
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - საშუალო

ხვადი
20-25 სმ
2-3 კგ
ხვადი
20-25 სმ
2-3 კგ

Zooclub

ბეწ­ვი
ხშირი, გრძე­ლი, სწო­რი, ერთშრიანი, ყო­ველ­თვის თეთ­რი, ზოგ­ჯერ ლი­მო­ნის­ფე­რი ან ღია კა­კა­ოს­ფე­რი ნიშნებით.

კუ­დი
გრძე­ლი და უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, უკა­ნა – ღო­ნი­ე­რი.

ყუ­რე­ბი
დაშ­ვე­ბუ­ლი და ბეწვით დაფარული.

სა­ხე

პროპორციული, ლა­მა­ზი, წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა და მრგვა­ლი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი და მრგვა­ლი, ირ­გვლივ შა­ვი რკა­ლე­ბით, ალერსიანი გამომეტყველებით.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი, მოხ­დე­ნი­ლი კის­რითა და სა­შუ­ალო ზო­მის გულ­მკერ­დით.

Zooclub

გრძე­ლი, მბზი­ნა­ვი, ფუმ­ფუ­ლა ბეწ­ვი ხერ­ხემ­ლის გას­წვრივ იყო­ფა, დაბ­ლა ეშ­ვე­ბა და მი­წამ­დე სწვდე­ბა. თმა სა­ხი­დან გა­და­წე­უ­ლი და შეკ­რუ­ლი აქვთ, რომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოს. მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ტა­ნი­სა, მალ­ტე­ზი მა­მა­ცი და უში­შა­რი­ა. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლებს შო­რის ის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოხ­დე­ნი­ლი არ­სე­ბა­ა. ეს ჯი­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, დიდ­ხანს ცოცხ­ლობს, ამ­ტა­ნი და ჯან­მრთე­ლი­ა, თუმ­ცა აღე­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რჩევა:
თვა­ლე­ბი­დან დრო­დად­რო სდის ცრემ­ლი, რო­მე­ლიც სა­ხის თოვ­ლი­ვით თეთრ ბეწვს ულა­ქა­ვებს.
ამ ძაღ­ლე­ბის გაწ­ვრთნა რთუ­ლია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.




კერ'მან' აკდენ'ზ
გამარჯობა მინდა ასეთი ძაღლის ყიდვა სად შეიძლება შევიძინო?
სად შეიძინოთ მალტეზი
სად და მიმართეთ კინოლოგიურ ფედერაციას ან კინოლოგიურ კავშირს.
iziko lomidze
საქართველოში სად შევიძინო
leri shalamberidze
სად სჰევიზინო საქარტველოსჰი ეს ჯისჰი?597 24 0030
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?