ნიუფაუნდლენდი
ნიუფაუნდლენდი
ბუ­ნე­ბით ძლი­ერ­მა, მო­ცუ­რა­ვე ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დმა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­დაარ­ჩი­ნა ზღვა­ში დახ­რჩო­ბას . ამ ძაღლს ძალ­ზე აფა­სებ­დნენ მი­სი მშობ­ლი­უ­რი რე­გი­ო­ნის – კა­ნა­დის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მკვიდ­რი მე­თევ­ზე­ე­ბი. ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დი ერ­თ-ერ­თია ჩრდი­ლო­ე­თ ამე­რი­კა­ში წარ­მო­შო­ბი­ლი ძაღ­ლის რამ­დე­ნი­მე ჯი­ში­სგან, რო­მელ­თაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი მი­უძღ­ვით ამ ქვეყ­ნის პირ­ველ მო­სახ­ლე­თა წი­ნა­შე. მათ მარ­ხი­ლის, მო­ნა­დი­რე და მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბად ამუ­შა­ვებ­დნენ. ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დებ­ი ბავ­შვებს მე­ტად სა­თუ­თად ექ­ცე­ვი­ან. ისი­ნი მომ­თმე­ნი, ერ­თგუ­ლი, მა­მა­ცი, ღო­ნი­ერი და ამ­ტა­ნი ძაღ­ლე­ბი არი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­თი სქე­ლი, უხე­ში, ორ­მა­გი ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ცხნა. ამ ძაღ­ლებს თივ­თი­კი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ სცვი­ვათ და ამ პე­რი­ოდ­ში და­მა­ტე­ბი­თი
ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბათ. და­ბან­ა არა­სა­სურ­ვე­ლი­ა, რად­გან ბეწვს ბუ­ნებ­რივ ცხი­მი­ა­ნო­ბას აცი­ლებს. უმ­ჯო­ბე­სი­ა, დრო­დად­რო მშრა­ლი შამ­პუ­ნით გაწ­მენ­და.

იმის
მი­უ­ხე­და­ვად, რომ ნი­უ­ფა­უნ­დლენ­დე­ბი დი­დი და მძი­მე ძაღ­ლე­ბი არი­ან, ბევრი საკვები არ სჭირდებათ. ზედ­მე­ტი არ აჭა­მოთ, ეცა­დეთ, რომ ცხელ დღე­ებ­ში საკ­მა­რი­სი ჩრდი­ლი­თა და წყლით უზ­რუნ­ველ­ყოთ.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - კანადა
მთავარი დანიშნულება - მარხილის მზიდავი
ტემპერამენტი - გონიერი, მშვიდი
სიც. ხანგრძლივობა 8-10 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა.
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
69-74 სმ
59-68 კგ
ძუ
63-69 სმ
59-68 კგ


კუ­დი
ფარ­თო და ძლი­ე­რი, სი­ა­რუ­ლი­სას დაშვებული ან ოდ­ნავ აპ­რე­ხი­ლია.

ბეწ­ვი

ტანზე დაწოლილი, წყალ­გა­უმ­ტა­რი; შეფერილობა: შა­ვი ან ყა­ვის­ფე­რი, თეთ­რი ლა­ქე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც და­კუნ­თუ­ლი, ძვალ­მსხვი­ლი და ღო­ნი­ე­რია.

თათები
ტა­ნის პრო­პორ­ცი­უ­ლი, აპ­კგადაკრული და კა­ტი­სე­ბუ­რი.

სა­ხე
მა­სი­უ­რი და ფარ­თო, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ზო­მის და ღრმად ჩამ­ჯდა­რი.

ცხვი­რი
შა­ვი, დი­დი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
ძლი­ე­რი, გა­ნი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი და სრუ­ლი, ფარ­თო გულ­მკერ­დით.

Zooclub

ეს მშვი­დი გო­ლი­ა­თე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­სე­ირ­ნო­ბენ სახ­ლში, მაგ­რამ უფ­რო სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, თუ ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­შით და­კავ­დე­ბი­ან. ხშირად უნდა შეეძლოთ წყალში ცურ-ვა, რადგან ამ დროს თავს შესანიშნავად გრძნობენ.

რჩევა:
მიდ­რე­კი­ლია თე­ძოს დის­პლა­ზი­ის­კენ და გულის თანდაყოლილი დაავადებისკენ.
სა­ნამ გა­იზ­რდე­ბი­ან, ლეკ­ვო­ბი­დან­ვე უნ­და მიაჩვიოთ სიმშვიდესა და მორჩილებას.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?