დობერმან პინჩერი
დობერმან პინჩერი
ეს ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მძარ­ცველ­თა და­საფ­რთხო­ბად იქ­ნა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. დო­ბერ­მან პინ­ჩე­რი ცნო­ბი­ლი­ა, რო­გორც დამ­ჯე­რი და ძლი­ე­რი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი – თუ ლეკ­ვო­ბი­დან­ვე სწო­რად გაწ­ვრთნით, მი­სი სა­ხით ერ­თგუ­ლი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი გე­ყო­ლე­ბათ. ეს უში­შა­რი ჯი­ში XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გერ­მა­ნელ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრებ­მა – ლუ­ის დო­ბერ­მან­მა გა­მო­იყ­ვა­ნა, რის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნა ბევ­რი ჯი­ში, როტ­ვე­ი­ლე­რი, გერ­მა­ნუ­ლი პინ­ჩე­რი, გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რუ­ლი და მან­ჩეს­ტე­რუ­ლი ტე­რი­ე­რი. მომ­შე­ნებ­ლის მი­ზა­ნი მორ­ჩი­ლი, მა­მა­ცი, შე­მარ­თუ­ლი, მარ­დი და ენერ­გი­უ­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლის მი­ღე­ბა იყო. დო­ბერ­მა­ნე­ბი ძა­ლი­ან ღო­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მუ­დამ თვალ­ყუ­რი უნ­და ადევ­ნოთ მათ ურ­თი­ერ­თო­ბას ბავ­შვებ­თან. გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია ჯაგ­რი­სით.
გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ამ ჯიშს
და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მი­ა­ნი­ჭეს აგ­რე­სი­უ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ა, მაგ­რამ მა­თი მტკი­ცე და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გაწვრთნა აუცილებელია, რაც ლეკვობიდანვე უნდა დაიწყოს. დობერმან პინჩერები ადვილად ითვისებენ ნასწავლს და მათგან შესანიშნავი კომპანიონები გამოდიან.

Zooclub

მონაცმები:
წარმოშობა - გერმანია
მთავ. დანიშნულება - მოდარაჯე ძაღლი
ტემპერამენტი - გონიერი, უშიშარი
სიც. ხანგრძლივობა - 10-13 წელი
მოვლა - ზომიერი
ვარჯიში - რეგულარული, ინტენსიური
მოდარაჯე - შესანიშნავი
ხვადი
66-71 სმ
30-40 კგ
ძუ
61-66 სმ
30-40 კგ

კუ­დი
მოჭ­რი­ლი მე­ო­რე სახ­სრამ­დე.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს და­კუნ­თუ­ლი და ძარ­ღვი­ა­ნი, უკა­ნა – გრძე­ლი და ძალ­ზე და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი

მა­გა­რი, მოკ­ლე, ტანზე დაწოლილი; შა­ვი, ჟანგისფერი, წითური და ჩალისფერი.

თათები

მკვეთ­რად ამო­ბურ­ცუ­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი, კა­ტის მსგავ­სი.

სა­ხე

გრძე­ლი და წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
ნუ­ში­სე­ბუ­რი ფორ­მის­, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი.

ცხვი­რი

შავ ჯი­შებს აქვთ შა­ვი, წითურებს – მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, მონაცრისფრო-ცისფრებს – რუ­ხი, ხო­ლო ჩა­ლის­ფ­რებს –
მუქი ჟანგისფერი.

ტა­ნი

და­კუნ­თუ­ლი, უკი­დუ­რე­სად ძლი­ე­რი, კარ­გი პრო­პორ­ცი­ის გულ­მკერ­დი­თა და გამ­ხდა­რი,
მაგ­რამ და­კუნ­თუ­ლი კის­რით.

Zooclub

დო­ბერ­მან პინ­ჩე­რე­ბი არი­ან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი და ესა­ჭი­რო­ე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რი და ხან­გრძლი­ვი ვარ­ჯი­ში. ისი­ნი არ გა­მოდ­გე­ბი­ან ბი­ნებ­ში ან პა­ტა­რაეზო­ე­ბი­ან სახ­ლებ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. შე­უ­ფე­რებ­ლე­ბი არი­ან ისე­თი ად­გი­ლე­ბის­თვის, სა­დაც იცის დი­დი ყინ­ვე­ბი, რად­გან ეს მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი ჯი­ში სიცივეს ცუდად იტანს.


რჩევა:
დამახასიათებელი დაავადებებია: მეტეორიზმი, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და სხვ.
ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე თუ არ გაწ­ვრთნით, შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დეს.



მარი
პროფესიონალური წვრთნა უნდა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?