როდეზიული რიჯბეკი
როდეზიული რიჯბეკი
რო­დე­ზი­უ­ლი რიჯ­ბე­კი ნე­ბის­მი­ერ კლი­მა­ტუ­რ პი­რო­ბებს უძ­ლებს. ია­ფი შე­სა­ნა­ხი და თავ­და­დე­ბუ­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა , რო­მე­ლიც ლეკ­ვო­ბი­დან­ვე ძალ­ზე ეთ­ვი­სე­ბა პატ­რო­ნის ოჯახს. მის­გან თავ­და­დე­ბუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი კომ­პა­ნი­ო­ნი დგება. მას მთელ ხერ­ხე­მალზე ზო­ლად მიჰ­ყვე­ბა მოკ­ლე ჯა­გა­რი­ვით ბა­ლა­ნი, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩე­ნი ბეწ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით იზ­რდე­ბა. ეს ჯი­ში წარ­მო­მავ­ლო­ბით სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან არის, მაგ­რამ ის ცნო­ბი­ლი გახ­და ზიმ­ბაბ­ვე­დან (ყო­ფი­ლი რო­დე­ზი­ა), სა­დაც დი­დად აფა­სებ­დნენ ლომ­სა და სხვა დიდ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბის უნა­რის გა­მო. ბევ­რი ძლი­ე­რი ძაღ­ლის მსგავ­სად, რო­დე­ზი­უ­ლი რიჯ­ბე­კიც მშვი­დი და მე­გობ­რუ­ლი ცხო­ვე­ლი­ა, თუმ­ცა, გა­აფ­თრე­ბუ­ლი ჩხუ­ბიც იცის. მის­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­და­რა­ჯე და
ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ძაღ­ლი დგე­ბა. რო­დე­ზი­უ­ლი რიჯ­ბე­კის გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით და და­ბა­ნეთ
შამ­პუ­ნით მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ამ ძაღლს აქვს უჩვეულო ქედი ზურ­გის მთელ გა­ყო­ლე­ბა­ზე. იგი ძალ­ზე ენერ­გი­უ­ლი­ა – თქვენ ბევ­რად ად­რე დაიღლებით. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცუ­რა­ვე რო­დე­ზი­უ­ლი რიჯ­ბე­კი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დის მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე წაყ­ვა­ნი­სას. მო­ა­რი­დეთ ეს ძაღ­ლი ზედ­მეტ საკვებს, რად­გან შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად შე­ჭა­მოს, რა­საც მის­ცემთ
და მა­ინც ვერ და­ი­ო­კოს შიმ­ში­ლი.


კუ­დი
ძლი­ე­რი, ბო­ლო­ში დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, ოდ­ნავ ზე­მოთ აპ­რე­ხი­ლი.

ტა­ნი
და­კუნ­თუ­ლი და ათ­ლე­ტუ­რი, დი­დი, მძლავ­რი გულ­მკერ­დით და ძლი­ე­რი ზურ­გით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და ძლი­ე­რი, გა­მოკ­ვე­თი­ლი ძვლე­ბით, უკა­ნა ფე­ხე­ბი – და­კუნ­თუ­ლი.

თათები
Kკომ­პაქ­ტუ­რი, მძი­მე, ამოზნექილი თითებითა, მრგვა­ლი ბა­ლი­შე­ბით.

ბეწ­ვი
ხში­რი და მბზი­ნა­ვი, მთლი­ა­ნი წით­ლი­დან ღია ხორ­ბლის­ფერ­ში გა­და­სუ­ლი, ზოგ­ჯერ თეთ­რი ლა­ქით მკერ­დზე.

ცხვი­რი
შა­ვი, ყა­ვის­ფე­რი ან ღვიძ­ლის­ფე­რი, გააჩნია ბეწ­ვის ფე­რს.

თვა­ლე­ბი
მრგვა­ლი, ნა­თე­ლი და მბრწყი­ნა­ვი; ფერი ბეწ­ვთან შე­ხა­მე­ბუ­ლია.

სა­ხე
გრძე­ლი, დი­დი და ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნუ­რი, ფხი­ზე­ლი გა­მომეტყველებით.

რო­ცა გაფაციცებულია, რო­დე­ზი­უ­ლი რიჯ­ბე­კის შუბ­ლი იღა­რე­ბა ნა­ო­ჭე­ბით, რაც მის სა­ხეს შეშფოთებულ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას აძ­ლევს. ამ ჭკვი­ა­ნი და კარ­გი ბუ­ნე­ბის ძაღ­ლის გაწ­ვრთნა იო­ლი­ა, მაგ­რამ უნ­და მო­ეპყ­როთ სა­თუ­თად, რომ არ დათრგუნოთ, რაც, შესაძლოა, აგრესიაში გადაეზარდოს.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - სამხრეთ აფრიკა
მთავ. დანიშნულება - დიდ ცხოველზე ნადირობა
ტემპერამენტი - მამაცი, მშვიდი
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - შესანიშნავი

ხვადი
63-69 სმ
36-41 კგ
ძუ
61-66 სმ
29 -34 კგ

ყურადღება!
გაწ­ვრთე­ნით მშვი­დი მა­ნე­რით ლეკვობიდანვე, სა­ნამ პა­ტა­რაა და მი­სი მარ­თვა იო­ლი­ა.
ამ ძაღლს შეს­წევს უნა­რი, გა­უძ­ლოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მძაფრ ცვლი­ლე­ბებს.
natia gomelauri
საქართველოში და კერძოდ თბილისში რამოდენიმეა. კი იყიდება
sandro kalandarishviliu
ოგონდ ხვადი
sandro kalandarishviliu
საქარტველოსჰი იყიდება?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?