საბ­რძო­ლო ძაღ­ლე­ბი
საბ­რძო­ლო ძაღ­ლე­ბი
ძაღ­ლე­ბის საბ­რძო­ლო სამ­სა­ხუ­რის ის­ტო­რია მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ და­იწყ­ო . ისი­ნი ას­რუ­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა ამო­ცა­ნას: მი­ათ­რევ­დნენ საბ­რძო­ლო მა­სა­ლით დატ­ვირ­თულ ურ­მებს, ბრძო­ლის ველ­ზე დაჰ­ქონ­დათ წე­რი­ლე­ბი... მაგ­რამ საბ­რძო­ლო მე­თო­დე­ბის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად მა­თი რო­ლიც შე­იც­ვა­ლა. დღეს­დღე­ო­ბით მათ­თვის შე­და­რე­ბით ახა­ლი ამო­ცა­ნაა და­მა­ლუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.


ბრძო­ლის ველ­ზე
წარ­სულ­ში ძაღ­ლე­ბი პირ­და­პირ ბრძო­ლის ველ­ზე გაჰ­ყავ­დათ, მაგ­რამ დენ­თის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აღარ მონაწილეობდნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გად­მო­ცე­მით, ისი­ნი ბრძო­ლის ველ­ზე ორი­ვე მხა­რეს იწ­ვევ­დნენ სა­ერ­თო არე­უ­ლო­ბას. ბრძო­ლა­ში იყე­ნებ­დნენ მძვინ­ვა­რე მას­ტი­ფის ტი­პის ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც მა­შინ აშ­კა­რად უფ­რო დი­დე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე
ამა­ვე ჯი­შის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­დი­ვი­დე­ბი.

ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა
1415 წ. ბრი­ტა­ნულ და ფრან­გულ არ­მი­ებს შო­რის აზენ­კუ­რის ბრძო­ლა­ში
სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა ლა­იმ­ჰო­ლის რა­ინ­დი, სერ პირს ლი, რო­მელ­საც ერ­თგუ­ლად სდა­რა­ჯობ­და მი­სი საყ­ვა­რე­ლი მას­ტი­ფი. ბრძო­ლის შემ­დეგ ძაღ­ლი, რო­გორც ბრძო­ლის გმი­რი, წა­იყ­ვა­ნეს ლა­იმ­ჰოლ­ში, ჩე­შირ­ში (ინ­გლი­სის ერ­თ-ერ­თი საგ­რა­ფო), სა­დაც მან სა­თა­ვე და­უ­დო მას­ტი­ფე­ბის ლა­იმ­ჰო­ლის ხაზს, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია წმინ­და ჯი­შის თა­ნა­მედ­რო­ვე მას­ტი­ფებ­ში.

ერ­თგუ­ლი მებ­რძო­ლი
გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რის ძაღ­ლი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­ში­ა, რო­მელ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იყე­ნე­ბენ.

სამ­ხედ­რო წვრთნა
ძაღ­ლებს სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გულ­მოდ­გი­ნედ წვრთნი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, სა­დაც ისი­ნი თა­ვი­ან­თი ჰენ­დლე­რე­ბის მხარ­დამ­ხარ მუ­შა­ო­ბენ. თუმ­ცა, ახალ­წვე­უ­ლე­ბის მსგავ­სად, ვერც ყვე­ლა ძაღ­ლი აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას. სა­ო­ცა­რი­ა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნის ცენ­ტრე­ბი­დან ბევრ ისეთ ძაღლს ირ­ჩე­ვენ, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ძაღ­ლე­ბად და­ი­წუ­ნეს.

ძაღ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში
ძაღ­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით, უაღ­რე­სად ფა­სო­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. მათ უამ­რა­ვი სი­ცოცხ­ლე იხ­სნეს ავ­ღა­ნეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს.
ერ­თ-ერ­თ ასეთ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბას­ტე­რი – ხუ­თი წლის სპრინ­გერ სპა­ნი­ე­ლი. ერა­ყის ომის დროს, ბაღ­და­დის და­ცე­მი­ს შემ­დეგ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ჯა­რე­ბი ქ. საფ­ვან­­ში აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბას ცდილობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა _ საბრძო­ლო მა­სა­ლე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს; სა­მა­გი­ე­როდ, ბას­ტერ­მა ყნოს­ვით მა­შინ­ვე მი­აგ­ნო დი­დძალი ია­რა­ღი­თა და ტყვი­ა-­წამ­ლით სავ­სე სა­მა­ლავს, აგ­რეთ­ვე კედ­ლის ნი­შა­ში და­მა­ლულ ნარ­კო­ტი­კებს. ბას­ტე­რის წყა­ლო­ბით რე­გი­ონს სიმ­შვი­დე და­უბ­რუნ­და. გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის ბას­ტე­რი და­ა­ჯილ­დო­ეს დი­კი­ნის ორ­დე­ნით, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლია საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ცხო­ვე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი
პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი გა­იწ­ვრთნა დი­ვერ­სან­ტე­ბის მიგ­ნე­ბა­ში, ზო­გიც _ კუ­რი­ე­რად. კუ­რი­ე­რის რო­ლი მათ გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად შე­ას­რუ­ლეს: მა­შინ საბ­რძო­ლო ველ­თან კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით პრი­მი­ტი­უ­ლი იყო, ძაღ­ლე­ბი კი და­უ­ღა­ლა­ვად დარ­ბოდ­ნენ ტა­ლახ­სა და სან­გრებ­ში. თა­ვი­ან­თი ყოფ­ნით ჯარს, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრონ­ტის ხაზ­ზე მყოფთ, მო­რა­ლუ­რა­დაც ამ­ხნე­ვებ­დნენ.

შემ­დგო­მი სამ­სა­ხუ­რი
შემ­დგომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­ში ძაღ­ლე­ბის რო­ლი კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. ისი­ნი ჰენ­დლე­რებ­თან ერ­თად პა­რა­შუ­ტით ხტე­ბოდ­ნენ თვით­მფრი­ნა­ვი­დან, ჯარს უთი­თებ­დნენ და­ნაღ­მულ მინ­დორ­ზე, ეძებ­დნენ ია­რაღს, იცავ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საკ­ვან­ძო ობი­ექ­ტებს, პატ­რუ­ლი­ვით აფ­რთხი­ლებ­დნენ ჯა­რის­კა­ცებს, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე...
ეს მა­თი ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო ვი­ეტ­ნა­მის ომის დროს, რო­მელ­შიც 40000-ზე მე­ტი მებ­რძო­ლი ძაღ­ლი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. წარ­სულ­ში, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ძვე­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სა­მუ­შა­ოდ უვარ­გი­სი ძაღ­ლე­ბი უნ­და და­ე­ხო­ცათ, დღეს კი მათ ოჯა­ხებ­ში ანა­წი­ლე­ბენ.

მუ­დამ დაც­ქვე­ტი­ლი
ჯი­შებს, რო­მელ­თაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იყე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად აქ წარ­მოდ­გე­ნილ დო­ბერ­მანს, ყუ­რებს აჭ­რი­ან, რომ უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი და სა­ში­ში გა­მოჩ­ნდეს. თუმ­ცა ეს ოპე­რა­ცია ახ­ლა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლი­ა.


ფრთხილად!
ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ძაღ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოთ უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და პა­რა­ზი­ტე­ბით დას­ნე­ბო­ვნ­დნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?