წყლის ძაღ­ლე­ბი
წყლის ძაღ­ლე­ბი
ძაღ­ლის რამ­დე­ნი­მე ჯი­ში წყალ­სა და წყლის ნა­პირ­ზე მუ­შა­ო­ბას შე­ე­გუ­ა . ზო­გა­დად კარ­გად ცურ­ვა თით­ქმის ყვე­ლა ძაღლს შე­უძ­ლია და მა­თი ამ თვი­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბო­ლო დროს გან­ვი­თარ­და ჰიდ­რო­თე­რა­პია იმ ძაღ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც საყ­რდენ­-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბით იტან­ჯე­ბი­ან.


ცურ­ვის ტექ­ნი­კა
ძაღ­ლის ზო­გი­ერ­თი ჯი­ში მდი­ნა­რე­ებ­ში, ტბებ­სა და ღია ზღვა­ში სა­მუ­შაოდ გა­მო­იყ­ვა­ნეს. ბევრ მათ­განს აქვს სა­ერ­თო გე­ნე­ა­ლო­გი­ა. ზო­გიც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­გუა ამ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბას, მა­გა­ლი­თად, გა­ნუ­ვი­თარ­დათ აპ­კგა­დაკ­რუ­ლი თი­თე­ბი, რი­თაც ფე­ხებს წყლის ფრინ­ვე­ლი­ვით უს­ვა­მენ და უფ­რო ოს­ტა­ტუ­რად ცუ­რა­ვენ.

წყლის რეტ­რი­ვე­რე­ბი
ზო­გი­ერ­თი ჯი­შის ძაღ­ლებს მო­ნა­დი­რე­ე­ბი ჯერ კი­დევ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამუ­შა­ვებ­დნენ ტბა­ში,
მდი­ნა­რე­სა თუ ჭა­ობ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მოკ­ლუ­ლი ფრინ­ვე­ლის მო­სა­ძებ­ნად და მო­სა­ტა­ნად. ამ ძაღ­ლე­ბის ჯგუ­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნ­ლე­ბი
არი­ან პუ­დე­ლი და ირ­ლან­დი­უ­რი წყლის სპა­ნი­ე­ლი. ორი­ვე მათ­გა­ნი წარ­მო­იშ­ვა ბარ­ბე­ტის­გან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იშ­ვი­ათ ჯი­შად ით­ვლე­ბა. მის­გან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ხუ­ჭუ­ჭა ბეწ­ვით. წყლის ჯი­შე­ბს ეკუთვნის ხუ­ჭუჭ­ბეწ­ვი­ა­ნი რეტ­რი­ვე­რიც, რომ­ლის წინაპრებიც არიან: გა­და­შე­ნე­ბულ­ი ინ­გლი­სურ­ი წყლის სპა­ნი­ელი, ირ­ლან­დი­ური წყლის სპა­ნი­ელ­ი და პუ­დელ­ი.

სქე­ლი კუ­დე­ბი
ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც წყალ­ში მუ­შა­ო­ბენ, ფარ­თო და სქე­ლი კუ­დი აქვთ, რაც სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცურ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ბეწ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა

ლაბ­რა­დუდ­ლის ხუ­ჭუ­ჭა ბეწ­ვი წყალ­გა­უმ­ტა­რია და იმავ­დრო­უ­ლად სით­ბოს ინა­ხავს სხე­ულ­თან ახ­ლოს. ისი­ნი ჰი­პო­ა­ლერ­გე­ნულ მეგ­ზურ ძაღ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან, რად­გან ბევ­რი ბა­ლა­ნი არ სცვი­ვათ.

დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ექ­სტე­რი­ე­რი
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ნა­ნა­დი­რე­ვის მო­ტა­ნი­სას ძაღ­ლმა ად­ვი­ლად შეძ­ლოს ცურ­ვა და ცივ წყალ­ში არ გა­ი­ყი­ნოს. გულ­მოდ­გი­ნედ გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სა­გა­მო­ფე­ნო პუ­დე­ლი ზოგ­ჯერ უც­ნა­უ­რა­დაც კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი ვარ­ცხნი­ლო­ბის სტი­ლი შე­იძ­ლე­ბა მის სა­მუ­შაო გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ბეწ­ვი სით­ბოს აკა­ვებს, ამი­ტომ კი­დუ­რებ­ზე ბეწ­ვი გა­უკ­რე­ჭა­ვი აქვს. გა­პარ­სუ­ლი ტა­ნით უფ­რო ად­ვი­ლად და­ცუ­რავს, რად­გან ამ დროს წყლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მცი­რეა და, შე­სა­ბა­მი­სად, ენერ­გი­აც ნაკ­ლე­ბი ეხარ­ჯე­ბა. კუ­დის ბო­ლო­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ბეწ­ვის პომ­პო­ნით ძაღ­ლი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია წყალ­ში. ჩვენს დრო­ში სახ­ლის პუ­დე­ლებს ბეწვს, ჩვე­უ­ლებ­რივ, მთელ ტან­ზე უტო­ვე­ბენ. მათ ასეთ ვარ­ცხნი­ლო­ბას `ბატ­კა­ნი~ ეწო­დე­ბა.

ჭეშ­მა­რი­ტი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი
შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ბევ­რი წყლის რეტ­რი­ვე­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რო­გორც ოჯა­ხის ძაღ­ლი, რად­გან ისი­ნი მი­ეჩ­ვივ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით მუ­შა­ო­ბას. წმინ­და ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნაჯ­ვა­რე­ბი­დან დღეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი­სა და პუ­დე­ლის ხა­ზე­ბის შე­ერ­თე­ბით გა­მოყ­ვა­ნი­ლი ლაბ­რა­დუდ­ლი იგი­ვე ლაბ­რა­პუ­დე­ლი. იგი გო­ნი­ე­რი­ა, მორ­ჩი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თა­ვი­დან სე­ლექ­ცი­ის შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო და იხ­რე­ბო­და ხან ერ­თი, ხან მე­ო­რე მშობ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ ლაბ­რა­დუდ­ლე­ბის მე­ტი­სა­ცი­ის შე­დე­გად დღეს უკ­ვე იბა­დე­ბი­ან შე­და­რე­ბით სტან­დარ­ტუ­ლი ექ­სტე­რი­ე­რის ლეკ­ვე­ბი.

მაშ­ვე­ლი ჟი­ლე­ტი
შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცუ­რავ­დეს, მაგ­რამ გე­მით მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მა­ინც უნ­და ატა­როს მაშ­ვე­ლი ჟი­ლე­ტი.

ცურ­ვის ტექ­ნი­კა
არა მხო­ლოდ წყლის, არა­მედ სა­ზო­გა­დოდ ყვე­ლა ძაღ­ლი და­ცუ­რავს ერ­თნა­ი­რი ტექ­ნი­კით, რა­საც ხში­რად ძაღ­ლის ჭყუმ­პა­ლა­ო­ბას უწო­დე­ბენ. ამ გა­მოთ­ქმას ადა­მი­ა­ნე­ბის ცურ­ვის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლა­დაც იყე­ნე­ბენ. ძაღ­ლე­ბი წყალ­ში წი­ნა ფე­ხე­ბით მი­ი­წე­ვენ, თუმ­ცა სა­ა­მი­სო ბიძგს ღო­ნი­ე­რი და კუნ­თო­ვა­ნი უკა­ნა კი­დუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბით იღე­ბენ. ისი­ნი თით­ქმის ჩა­ძი­რუ­ლე­ბი არი­ან წყალ­ში, მაგ­რამ ცხვი­რი მუ­დამ ზე­და­პირ­ზე აქვთ ამო­ყო­ფი­ლი. კუ­დი სა­ჭის როლს ას­რუ­ლებს და ძაღლს მი­მარ­თუ­ლე­ბის დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

გაშ­რო­ბა

ლაბ­რა­დუდ­ლებ­სა და მის წი­ნაპ­რებს წყლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ და ცურ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ. გახ­სოვ­დეთ, წყლი­დან ხმე­ლეთ­ზე ამო­სულ ძაღლს საკ­მა­რი­სად მო­შორ­დით, რად­გან გაშ­რო­ბას და­იწყ­ებს. ამ დროს ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რად იბერ­ტყავს ბეწვს – ტანს აქეთ­-ი­ქით ჩქარ­-ჩქა­რა ამოძ­რა­ვებს და თა­ვი­სი წყალ­გა­უმ­ტა­რი ბეწ­ვი­დან სა­ოც­რად დიდ მან­ძილ­ზე ის­ვრის წყლის შხე­ფებს. რო­ცა და­ბერ­ტყვას და­ას­რუ­ლებს და წყალს თით­ქმის მო­ი­შო­რებს, დარ­ჩე­ნი­ლი წვე­თე­ბი საკ­მა­ოდ ჩქა­რა ორ­თქლდე­ბა ბეწ­ვი­დან. ასე­თი სწრა­ფი გაშ­რო­ბით ძაღ­ლი თავს იცავს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მის­გან ცივ ამინ­დში. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­ბერ­ტყვის შემ­დე­გაც კი პირ­სა­ხო­ცით შე­ამ­შრა­ლოთ, მით უმე­ტეს, თუ სახ­ლში მან­ქა­ნით მიგ­ყავთ. შინ მის­ვლი­სას ზღვა­ში ნა­ბა­ნა­ვე­ბი ძაღ­ლი ხელ­მე­ო­რედ და­ბა­ნეთ ბეწ­ვი­დან მა­რი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად.


ფრთხილად!

სა­ხი­ფა­თო წყალ­სა­ტე­ვე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ძაღ­ლი სა­ბელ­შებ­მუ­ლი გყავ­დეთ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩახ­ტეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?