ბრეტანი
ბრეტანი
მარ­დი და ენერ­გი­უ­ლი მო­ნა­დი­რე ბრე­ტა­ნი სა­ყო­ველ­თაო მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად ეგუ­ე­ბა ბი­ნის პი­რო­ბებს, მა­ინც გა­რეთ ნა­ვარ­დი ურ­ჩევ­ნი­ა . ბრე­ტანს – ანუ ბრე­ტონ სპა­ნი­ელს – ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აკავ­ში­რებს თა­ვის მშობ­ლი­ურ საფ­რან­გეთ­თან, ამას მოწ­მობს ას­წლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ ძაღ­ლის შე­სა­ხებ. ეს ჯი­ში დღეს­დღე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აშ­შ-ში, სა­დაც 1982 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ­ნა აღი­ა­რე­ბუ­ლი ბრე­ტა­ნად. კვა­ლის სა­უცხოო ამ­ღე­ბი და ნა­ნა­დი­რე­ვის მომ­ტა­ნი ბრე­ტა­ნი მუდ­მი­ვად პატ­რო­ნის გვერ­დით საქ­მი­ა­ნობს ველ­ზე. ის ხა­ლი­სით აღ­სავ­სე, აქ­ტი­უ­რი და ძლი­ე­რი ჯი­ში­ა. ბრე­ტა­ნის გაწ­ვრთნა და მარ­თვა ად­ვი­ლი­ა, რად­გან ალერ­სი­ა­ნი და დამ­ჯე­რია –
ყო­ველ­თვის მზა­დაა გა­სი­ა­მოვ­ნოთ. კარ­გად რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა. ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლი­ა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ემარ­თე­ბა
კა­ტა­რაქ­ტა და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფი­ა.

ფრან­გუ­ლი სპა­ნი­ე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ბრე­ტა­ნი­ა. მას აქვს გრძე­ლი ფე­ხე­ბი, მოხდენილი ფორ­მე­ბი და ნამდვილი პოინტერის თვისებები, რაც სე­ტერ­თან შეჯ­ვა­რე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - საფრანგეთი
მთავ. დანიშნულება - კვალის აღება
ტემპერამენტი - მეგობრული, მხიარული
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - ენერგიული
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
43-53 სმ
16-18 კგ.
ძუ
46-51 სმ.
14-18 კგ.

კუ­დი
იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მოკ­ლე კუ­დი აქვს, მა­ინც აჭ­რი­ან 10 სმ-ს.

სახე

სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის, რო­მე­ლიც თან­და­თან ვიწ­როვ­დე­ბა, ფხი­ზე­ლი, ცოცხ­ა­ლი გა­მო­ხედ­ვით.

ბეწ­ვი
ხში­რი და თეთ­რი, ნარინჯისფერი, შა­ვი, ყა­ვის­ფე­რი ან ღვიძ­ლის­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­ფე­რო­ვა­ნი ან თრთვილა.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს გრძე­ლი და მოხ­დე­ნი­ლი, უკა­ნა ფე­ხე­ბი კი – ფარ­თო, ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თვა­ლე­ბი

მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი, გამოკვეთილი წარ­ბე­ბით.

ცხვი­რი
მოყ­ვი­თა­ლო-მო­ყა­ვის­ფრო, ყა­ვის­ფე­რი ან­ მუ­ქი ვარ­დის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით; შესანიშნავი ყნოსვა აქვს.

ტა­ნი
ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი, დი­დი გულმკერ­დით და სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის კის­რით.

თა­თე­ბი
ძლი­ე­რი, მჭიდ­როდ მიჯ­რი­ლი ამოზნექილი თათებითა და სქე­ლი თა­თის ბა­ლი­შე­ბით.



ბრე­ტანს რომ ბეწ­ვი უბ­ზი­ნავ­დეს, აბა­ნა­ვეთ. გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით. ვარ­ცხნეთ რე­გუ­ლა­რუ­ლად. ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბი რომ აა­ცი­ლოთ, ყუ­რადღ­ე­ბით შე­ა­მოწ­მეთ, ხომ არ ჩაეყარა წკირები ან თეს­ლი, მით უმე­ტეს, თუ ძაღ­ლი ბუჩ­ქნარ­ში ან ბარ­დე­ბით მო­ფე­ნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო.

რჩევა:
ეგუ­ე­ბა ქა­ლა­ქურ გა­რე­მოს, მაგ­რამ ესა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში.
მიდ­რე­კი­ლია ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­კენ, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ყუ­რის ხვე­უ­ლე­ბის ცუ­დი ვენ­ტი­ლა­ცი­ით.



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?