ძაღლების გამოფენებში მონაწილეობა
ძაღლების გამოფენებში მონაწილეობა
ძაღ­ლის ზო­გი პატ­რო­ნი იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლი­ა, რომ ჰყავს მო­სიყ­ვა­რუ­ლე კომ­პა­ნი­ო­ნი, სხვებს კი გა­ცი­ლე­ბით დი­დი მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვთ .

თუ ფიქ­რობთ, რომ თქვენს ძაღლს ჯი­შის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი აქვს და ჩემ­პი­ო­ნო­ბას იმ­სა­ხუ­რებს, უთუ­ოდ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ძაღ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბით, სა­დაც ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ცხო­ვე­ლი თა­ვი­სი ჯი­შის სტან­დარტს (ი­გუ­ლის­ხმე­ბა მო­ცე­მუ­ლი ჯი­შის­თვის წი­ნას­წარ გან­საზღ­ვრუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი).

ოფი­ცი­ა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ზე ჟი­უ­რი აკ­ვირ­დე­ბა წმინ­და ჯი­შის არას­ტე­რი­ლი­ზე­ბულ ძაღ­ლებს და გა­მო­აქვს დას­კვნა – რამ­დე­ნად ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან ისი­ნი მა­თი ჯი­შის სტან­დარ­ტებს. ამის­თვის კი ამოწ­მებს თი­თო­ე­უ­ლი ძაღ­ლის აგე­ბუ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას, ბეწ­ვის ფერ­სა და ხა­რისხს, ტემ­პე­რა­მენტს;

აკ­ვირ­დე­ბა რინ­გზე გა­მოყ­ვა­ნი­ლი
ცხო­ვე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბებ­სა და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რას. თუ­კი ოფი­ცი­ა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ზე ძაღ­ლის გაყ­ვა­ნას ვერ ბე­დავთ, არ­სე­ბობს სხვა სა­ხის
შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, სა­დაც და­იშ­ვე­ბი­ან მე­ტი­სე­ბიც და სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბიც.

ამ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ძაღ­ლებს გა­მოც­დას უწყ­ო­ბენ მორ­ჩი­ლე­ბა­ში, ნა­დი­რო­ბა­ში, დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, კვა­ლის აღე­ბა­სა და სი­მარ­ჯვე­ში. არ­სე­ბობს ძაღ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ფე­ნე­ბიც, სა­დაც ჩვენს ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რებს აჯილ­დო­ე­ბენ საზ­რი­ა­ნო­ბის, ბეწ­ვზე ლა­ქე­ბის სიმ­რავ­ლის, ყუ­რე­ბის სი­დი­დის და სხვა ამ­გვა­რი ღირ­სე­ბის გა­მო.

შე­საძ­ლო­ა, გა­მარ­ჯვე­ბა ვერ მო­ი­პო­ვოს, მაგ­რამ ამ­გვა­რი გა­მო­ფე­ნე­ბი ძაღ­ლის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მეცხ­ვა­რე ძაღ­ლის გა­მოც­და
მწყემ­სი ძაღ­ლი ფას­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს ნა­ხი­რის მარ­თვას რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში; მო­ნა­დი­რე ძაღ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ველ­ზე, ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფ­ლის მიგ­ნე­ბა­სა და ნა­ნა­დი­რე­ვის მო­ტა­ნა­ში ვლინ­დე­ბა.

სა­გა­მო­ფე­ნოდ მომ­ზა­დე­ბა
სა­გა­მო­ფე­ნოდ ძაღ­ლის მომ­ზა­დე­ბა დიდ დრო­სა და ხარ­ჯებს მო­ითხ­ოვს ისე­თი სტან­დარ­ტუ­ლი ძაღ­ლი­სათ­ვი­საც კი, რო­გო­რიც პუ­დე­ლი­ა. მათ პატ­რო­ნებს თან და­აქვთ ჩან­თა  მოვ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით, რომ მა­თი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი
გა­მო­ფე­ნა­ზე რომ გა­ი­მარ­ჯვოს, ძაღ­ლი, მა­გა­ლი­თად, შარ­-პე­ი, ზედ­მი­წევ­ნით უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს თა­ვი­სი ჯი­შის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბულ სტან­დარტს. ჟი­უ­რი ამოწ­მებს ყვე­ლა გა­რეგ­ნულ ნი­შანს, კა­ნის ნა­კე­ცე­ბის, თვა­ლი­სა და ბეწ­ვის ფე­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­სა და სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რის ჩათ­ვლით.

რინ­გზე
ოფი­ცი­ა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე ძაღ­ლის წარ­მა­ტე­ბის უმ­თავ­რე­სი გან­მსაზღ­ვრე­ლია მი­სი ექ­სტე­რი­ე­რი (გარ­გნო­ბა). პატ­რო­ნებს  მო­ეთხ­ო­ვე­ბათ, თა­ვი­ან­თი ძაღ­ლე­ბი რინ­გის წრე­ზე გა­ა­ტა­რონ ისე, რო­გორც ეს და­ნი­უ­რი დო­გი და­დის, რად­გან ჟი­უ­რი ასე უკეთ აფა­სებს მი­ს მოძ­რა­ო­ბებს.

მორ­ჩი­ლე­ბა

მორ­ჩი­ლე­ბის დროს მოწ­მდე­ბა რო­გორც ძაღ­ლის (ამ შემ­თხვე­ვა­ში ბელ­გი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლის), ასე­ვე მი­სი მწვრთნე­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი – რამ­დე­ნად კარ­გად ას­წავ­ლა ისე­თი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა დაჯ­დო­მა, ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნა, და­წო­ლა, პატ­რო­ნის­თვის ნივ­თის მო­ტა­ნა.

სი­მარ­ჯვე
სი­მარ­ჯვე­ში მო­პა­ექ­რე ძაღ­ლებ­მა, მათ შო­რის ამ ჩი­ხუ­ა­ხუ­ამ, უნ­და შეძ­ლონ ვიწ­რო ფი­ცარ­ზე გარ­ბე­ნა, გვი­რაბ­ში გაძ­რო­მა, დაღ­მარ­თზე დაშ­ვე­ბა, გა­დე­ბულ ფი­ცარ­ზე გა­დას­ვლა, ბა­რი­ე­რებ­ზე ხტო­მა და სხვა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა.

კვა­ლის აღე­ბა
კვა­ლის აღე­ბის შე­ჯიბ­რებაში ძაღ­ლი, მა­გა­ლი­თად, ეს ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი, სწორ გზას სუ­ნის აღე­ბით მიჰ­ყვე­ბა.

მარ­ხი­ლით რბო­ლა
შო­რე­ულსა და ძნე­ლად მი­საღ­წევ რე­გი­ო­ნებ­ში მძი­მე ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ციმ­ბი­რუ­ლი  ჰას­კის ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ხა­ლი­სი­ა­ნად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მარ­ხი­ლით რბო­ლა­ში.

თანაბარი შანსები
ბევრს მსჯე­ლო­ბენ იმის შე­სა­ხებ, ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რე­ბა არის თუ არა სპორ­ტი. აქ გა­სათ­ვა­ლი­წი­ნე­ბე­ლია შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი:
• სა­ნა­ხა­ობ­რი­ვია თუ არა ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რე­ბა? – სი­მარ­ჯვის გა­მოვ­ლე­ნა და ბა­რი­ე­რებ­ზე ხტო­მა ძალ­ზე სა­ხა­ლი­სოა მა­ყუ­რებ­ლის­თვის და მას ხში­რად გა­დას­ცე­მენ ტე­ლე­ვი­ზი­ით.
• არის თუ არა შე­ჯიბ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი, თუ ადა­მი­ა­ნი მას­ში აქ­ტი­უ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობს? – ამის მა­გა­ლი­თია მწევ­რე­ბის რბო­ლა ან ფრინ­ველ­ზე ნა­დი­რო­ბის დროს რეტ­რი­ვე­რე­ბის მი­ერ ნა­დავ­ლის მო­ძი­ე­ბა და მო­ტა­ნა.
• ყვე­ლა შე­ჯიბრებას შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას სპორ­ტუ­ლი, თუ­კი შემ­თხვე­ვი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მის წე­სებს ვერ ხვდე­ბა? – მა­გა­ლი­თად, მწვრთნე­ლი­სა და ძაღ­ლის სი­ა­რუ­ლი მსა­ჯის გარ­შე­მო. ამ დროს იგი ცხო­ვე­ლის მო­ნა­ცე­მებს აფა­სებს, რაც მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?