მგლიდან ძაღლამდე
მგლიდან ძაღლამდე
რო­გორ გა­და­იქ­ცა ვე­ლუ­რი, ფრთხი­ლი და ჭკვი­ა­ნი მტა­ცე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ კომ­პა­ნი­ო­ნად? ძაღ­ლის მო­ში­ნა­უ­რე­ბა ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ამ პრო­ცე­სის დაწყ­ე­ბის თა­რი­ღი დღე­საც სა­და­ვო სა­კითხ­ი­ა. ევო­ლუ­ცი­უ­რი გე­ნე­ტი­კის ორი სპე­ცი­ა­ლის­ტის: რო­ბერტ ვე­ი­ნი­სა და ჩარლზ ვი­ლას თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ძაღ­ლე­ბი მგლებს პირ­ვე­ლად 135 ათა­სი წლის წინ გა­მო­ეყ­ვნენ. გე­ნე­ტი­კო­სი პი­ტერ სა­ვო­ლა­ი­ნე­ნის ვა­რა­უ­დით, ძაღ­ლე­ბის მო­ში­ნა­უ­რე­ბა უფ­რო გვი­ან, 15-40 ათა­სი წლის წინ და­იწყ­ო. მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ძაღ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში ბი­ნა­და­რი ძაღ­ლის მცი­რე პო­პუ­ლა­ცი­ი­
დან წარ­მო­იშვა და იქი­დან­ვე გავ­რცელ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ერ­თი რამ კი ცხა­დი­ა, ძაღ­ლებ­სა და ადა­მი­ა­ნებს ხან­გრძლი­ვი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურთი­ერ­თო­ბა აქვთ.

რუ­ხი მგე­ლი
რუ­ხი მგე­ლი ოდეს­ღაც მრავ­ლად იყო ჩრდი­ლოეთ
ამე­რი­კა­ში, არ­ქტი­კი­დან ცენ­ტრა­ლურ მექ­სი­კამ­დე. ისი­ნი ახ­ლაც საკ­მა­ოდ ბევ­რნი არი­ან ალას­კა­სა და კა­ნა­და­ში, თუმ­ცა სა­ლიკ­ვი­და­ციო პროგ­რა­მე­ბი­სა და საცხ­ოვ­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის გა­მო ეს მტა­ცებ­ლე­ბი ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში თით­ქმის გა­ნად­გურ­და.

ავ­სტრა­ლი­უ­რი დინ­გო
ძაღ­ლი­სებ­რთა ოჯა­ხის უძ­ვე­ლე­სი და პრი­მი­ტი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის – მხო­ლოდ ავ­სტრა­ლი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლად მცხოვ­რე­ბი დინ­გოს თავ­და­პირ­ვე­ლი წი­ნაპ­რე­ბი, ამ კონ­ტი­ნენ­ტზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ან­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა სამ­ხრეთ­-აღ­მო­სავ­ლე­თ აზი­ი­დან ათა­სო­ბით წლის წინ, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­ცა ბო­ლომ­დე მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ და რუხ მგლებს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ. მას შემ­დეგ, იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში მცხოვ­რებ დინ­გოს სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ძაღ­ლის სხვა ჯი­შე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი და ინ­სტინ­ქტე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?