ძაღლები წარსულში
ძაღლები წარსულში
ში­ნა­უ­რი ძაღ­ლე­ბი, კო­ი­ო­ტე­ბი, ტუ­რე­ბი, მგლე­ბი და დინ­გო­ე­ბი ძაღ­ლი­სებ­რთა ანუ კა­ნი­დე­ბის (CANIS) ოჯახ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან. მარ­თა­ლი­ა, ში­ნა­უ­რი ძაღ­ლის ნა­მარ­ხე­ბი ძალ­ზე მწი­რი­ა, მაგ­რამ, ამ გვა­რის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ლი­ო­ნი წლის წინ გაჩ­ნდნენ. გა­რეგ­ნუ­ლი და ქცე­ვი­თი მსგავ­სე­ბის გა­მო მი­იჩ­ნე­ვა, რომ ში­ნა­უ­რი ძაღ­ლი მგლის­გან წარ­მო­იშ­ვა. მის მო­ში­ნა­უ­რე­ბას უთუ­ოდ მას შემ­დეგ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა ნა­დი­რო­ბა და შემ­გრო­ვებ­ლო­ბა და­იწყ­ეს. ვე­ლუ­რი ძაღ­ლე­ბი ძვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დრო­ე­ბი­თი სად­გო­მე­ბის გა­რეთ გა­დაყ­რილ ნა­გავ­ში იქე­ქე­ბოდ­ნენ, მო­ნა­დი­რე­ებს, რო­გორც ჩანს, მოს­წონ­დათ ამ ცხო­ვე­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვე, რად­გან მა­თი მეშ­ვე­ო­ბით მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საფ­რთხის შე­სა­ხებ იგებ­დნენ. რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი
მუდ­მივ საცხ­ოვ­რებ­ლებ­ში დამ­კვიდ­რდნენ, ძაღ­ლი მე­ტად გა­მო­სა­დე­გი ცხო­ვე­ლი გახ­და კარ­-მი­და­მოს სა­და­რა­ჯოდ, სა­ნა­დი­როდ და სა­ქონ­ლის სამ­წყე­სავად. სწო­რედ
იმ დრო­ი­დან გა­უჩ­ნდათ ადა­მი­ა­ნებს ამ ცხო­ვე­ლის მო­შე­ნე­ბის სურ­ვი­ლი. თან­და­თან და­იწყო ძაღ­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­თი მო­შე­ნე­ბა – ისი­ნი გა­მო­ჰყავ­დათ გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რის­თვი­საც აძ­ლი­ე­რებ­დნენ გარ­კვე­ულ თვი­სე­ბებს, მა­გა­ლი­თად, სა­ნა­დი­რო უნარ­-ჩვე­ვებ­სა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბას. თან­და­თა­ნო­ბით, ამ­გვა­რი სე­ლექ­ციის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა ძაღ­ლის ტი­პე­ბი, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.


ანუ­ბი­სი
ძვე­ლეგ­ვიპ­ტუ­რი ძაღ­ლის­თა­ვი­ა­ნი ანუ­ბი­სი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი­სა და მუ­მი­ე­ბის ღმერ­თი იყო. მი­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ნა­პოვ­ნია პი­რა­მი­დე­ბის შიგ­ნი­თაც.                


პომ­პე­უ­რი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი
პომ­პე­ი­ში, პა­კი­უს პრო­კუ­ლუ­სის სახ­ლის მო­ზა­ი­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია დაბ­მუ­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი. მსგავ­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ნა­პოვ­ნია რამ­დე­ნი­მე ნა­სახ­ლარ­შიც. ჩანს, პატ­რო­ნი ამით მომ­სვლელს აფ­რთხი­ლებ­და, რომ სახლს ძაღ­ლი იცავ­და. ზოგ მო­ზა­ი­კა­ზე გვხვდე­ბა ასე­თი წარ­წე­რაც:  CAVE CANE – უფ­რთხილ­დი ძაღლს! რო­ცა ვულ­კან ვე­ზუ­ვის ამოფ­რქვე­ვის შე­დე­გად პომ­პეი გა­ნად­გურ­და, დაბ­მულ­მა მო­და­რა­ჯე ძაღ­ლებ­მა თავს გაქ­ცე­ვით ვერ უშ­ვე­ლეს. გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ლა­ვის ყა­ლიბ­ში ნათ­ლად ჩანს მა­თი ჩა­კი­რუ­ლი სა­ყე­ლუ­რე­ბი.


რო­მა­უ­ლი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი (ზე­მოთ)
II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ რო­მა­ულ მო­ზა­ი­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ნა­დი­რო­ბის სცე­ნა, სა­დაც მხედ­რებს  ეხ­მა­რე­ბი­ან მწევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბერ­ძნე­ბის­გან, ან­და – კელ­ტე­ბის­გან წა­მო­იყ­ვა­ნეს. ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ისე­თი მწერ­ლე­ბი, რო­გო­რიც არი­ან ოვი­დი­უ­სი და არი­ა­ნე, ამ მწევ­რებს "კელ­ტურ ჯი­შად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მომ­ცრო ნა­დი­რის და­სა­ჭე­რად პა­ტა­რა ძაღ­ლე­ბი  გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­მელ­თა და­მორ­ჩი­ლე­ბა მწევ­რებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო იო­ლი იყო. ისი­ნი სა­ბო­ლო-ოდ პო­ინ­ტე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. ძაღ­ლე­ბით ნა­დი­რო­ბა გარ­თო­ბის ერ­თ-ერთ სა­ხეს წარ­მო­ად­გენ­და.


ჩი­ნუ­რი მას­ტი­ფი
ჩი­ნეთ­ში ჰა­ნის დი­ნას­ტი­ის (ახ. წ. 25–220) პე­რი­ოდ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰყავ­დათ ორი ჯი­შის სა­ნა­დი­რო ძაღ­ლე­ბი: ფეხ­მარ­დი მწევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­მე­ბის მა­რე­კე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბოდ­ნენ და ჩას­კვნი­ლი მას­ტი­ფის სა­ხეს­ხვა­ო­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს "სა­აკ­ლდა­მე" ძაღ­ლე­ბად, რომ­ლებ­საც გარ­დაც­ვლილ­თა ნეშ­ტე­ბი და მა­თი სუ­ლე­ბი უნ­და და­ეც­ვათ. ეს მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი ძლი­ე­რი აგე­ბუ­ლე­ბი­სა­ნი არი­ან, აქვთ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი და მუ­დამ დახ­ვე­უ­ლი და ზურ­გზე და­დე­ბუ­ლი, ე.წ. "მოპ­სის ტი­პის" კუ­დი.


კარ­გი მწყემ­სე­ბი

ძაღ­ლებ­მა, რო­გორც სა­ქონ­ლის მწყემ­სებ­მა და მცვე­ლებ­მა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ რე­გი­ონ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნის­ლი­ა­ნი შოტ­ლან­დი­ის მინ­დვრებ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შეს.


ძაღ­ლე­ბი და ნა­დი­რო­ბა
ძველ­თა­გან­ვე მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი ტა­ხის და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რა­საც XV სა­უ­კუ­ნის ფრან­გუ­ლი  ნა­ხა­ტი "ტახ­ზე ნა­დი­რო­ბაც" ნათ­ლად ადას­ტუ­რებს. ტახ­ზე და­გე­ში­ლი ძაღ­ლე­ბი იყო­ფი­ან ორ კა­ტე­გო­რი­ად: მყე­ფა­ვე­ბად და დამ­ჭე­რე­ბად. მყე­ფა­ვი ძაღ­ლე­ბი ტახს გა­მო­დევ­ნი­ან, ერთ ად­გილ­ზე მო­იმ­წყვდე­ვენ  და გაცხ­ა­რე­ბუ­ლი ყე­ფით ატყ­ო­ბი­ნე­ბენ პატ­რონს მათ ად­გილ­სამ­ყო­ფელს. დამ­ჭე­რი ძაღ­ლე­ბი კი ისე­ვე, რო­გორც ამ ნა­ხატ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი, თავს ეს­ხმი­ან მსხვერპლს, ყუ­რებ­ში ჩა­აფ­რინ­დე­ბი­ან და მო­ნა­დი­რის მოს­ვლამ­დე გან­ძრე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ძლე­ვენ.


ეს­პა­ნუ­რი სა­ნა­დი­რო ძაღ­ლე­ბი
ფრან­სის­კო დე გო­ი­ას 1775 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მუშ­კე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რე. მი­სი მწევ­რე­ბი ნა­დი­რის გა­მო­სა­რე­კავად ან და­სა­ჭე­რად არი­ან და­გე­ში­ლე­ბი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?