ეს მამაცი, ენერგიული პატარა ძაღლი გაცხარებით უყეფს დაუპატიჟებელ სტუმრებს და ჰკბენს კიდეც. არ არის მიზანშეწონილი ბავშვებიანი ოჯახებისთვის, რადგან თუ ვინმე უხეშად მოექცევა, ან რამეს დაუზიანებს, აგრესიით უპასუხებს. მისი რბილი, მოკლე და ხშირი ბეწვი ადვილი მოსავლელია ჯაგრისის გამოყენებით. შამპუნით გაასუფთავეთ მხოლოდ მაშინ, როცა
მინიატიურულ პინჩერს სახეზე, თვალების ზემოთ და მკერდზე მკვეთრად გამოხატული ჟანგისფერი ლაქები აქვს. ზოგადად ჯანმრთელია, მაგრამ ზოგჯერ აღენიშნება თვალებისა და სახსრების დაავადებები. ძუებს ხშირად უჭირთ ლეკვების დაყრა, ამიტომაც ეს პროცესი ვეტერინარის ზედამხედ-
ველობით უნდა განხორციელდეს.
კუდი
ჩვეულებრივ, მოჭრილი.
თვალები
ოდნავ ოვალური და მუქი.
ბეწვი
Mმოკლე, შავი, ცისფერი, შოკოლადისფერი და მთლიანად წითური.
თათები
პატარა, კატისებური, ძლიერი, მკვეთრად ამოზნექილი თითებითა და დიდი ბალიშებით.
ცხვირი
შავი, გამონაკლისია შოკოლადისფერი ძაღლები, რომელთაც ყავისფერი ცხვირი აქვთ.
სახე
ძლიერი და წაწვრილებული, უშიშარი და ხალისიანი გამომეტყველებით.
ტანი
Mმკვრივი და კომპაქტური, მოხდენილი ფორმის კისრითა და დაკუნთული გულმკერდით.
ფეხები
წინაც და უკანა ფეხებიც ღონიერი და დაკუნთული აქვს.
ხალისიანი და უშიშარი მინი-პინი ცნობილია, როგორც `დეკორატიული ძაღლების მეფე~. მართალია, ბევრი ვარჯიში არ ესაჭიროება, მაგრამ რეგულარული სირბილისა და გართობის საშუალება უნდა მიეცეს. ეზოს, სადაც ის თამაშობს, უნდა ჰქონდეს საკმაოდ მაღალი ღობე, რომ გაქცევა ვერ შეძლოს.
მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნ. - ვირთხებზე ნადირობა
ტემპერამენტი - მამაცი, ენერგიული
სიც. ხანგრძლივობა - 13-15 წელი
მოვლა - ყოველდ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. მსუბუქი
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ხვადი
25-30 სმ
4-5 კგ
ძუ
25-28 სმ
4 კგ
ყურადღება!
ეს ძაღლები მეტად ცნობისმოყვარეები არიან და უყვართ ხეტიალი.
მოსწონთ პატარა ნივთების ღეჭვა, თუ შემთხვევით გადაყლაპავს, შეიძლება დაიხრჩოს.