ცხოველების კატალოგი
ჩუქდება უერთგულესი ძაღლი, რომელიც პატრონის მიერ მიტოვებას ძალიან განიცდის
ჩუქდება უერთგულესი ძაღლი, რომელიც პატრონის მიერ მიტოვებას ძალიან განიცდის.

ძაღლი უბრალოდ გამოაგდეს.
არაფერი დაუშავებია.
მხოლოდ უყვარდა.
ქათმებისკენ უშნოდ გაიხედაო და.. თან არ იყო ჯიშიანი - ამიტომ უბრალოდ გამოუშვეს.
არ დააფასეს მისი სიყვარული, ერთგულება.. არ იფიქრეს იმაზე, რომ შინაურობაში გაზრდილი ქუჩაში თავს ვეღარ გაიტანდა...
....
ეს პატარა თავშესაფარში მოხვდა...
ახლა ის ახალ პატრონს ელოდება, რომელიც არასოდეს უღალატებს! და ეყვარება ძალიან!
რომელსაც დაიცავს და უერთგულებს!

ყოველ კარის გაჭრიალებაზე თვალები გაურბის - გონია, რომ მიაკითხეს და სითბოში წაიყვანენ! გონია, რომ თქვენ მიხვედით!!!...

არ გაუცრუოთ იმედი - აუხდინეთ ოცნება ამ მოსიყვარულე არსების წრფელ გულს!

ძაღლი იმყოფება გორის თავშესაფარში.
განსაკუთრებულად კარგი პატრონის და პირობების შემთხვევვაში შეიძლება მისი ტრანსპორტირების ორგანიზება საქართველოს სხვა კუთხეშიც.

მისი აყვანის მსურველები დაუკავშირდით ქალბატონ თამარ აფციაურს ნომერზე: 577102533
iylzymmdqgm
idZO8H znknuzhgfrmo, [url=http://rhoqvufaszxr.com/]rhoqvufaszxr[/url], [link=http://jhacrwzzvnus.com/]jhacrwzzvnus[/link], http://vrmexwpqznef.com/
მსგავსი განცხადებები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?