ცხოველების კატალოგი
დაიკარგა გერმანული ნაგაზი
ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიიონში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი სახელად როი. პატრონი ძალიან განიცდის, რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ zooclub-ის  facebook გვერდზე.
ფისო-გორი
ეს კომენტარი მქონდა დადებული ამ საიტზე, ,,...დილით სახლიდან გამოსულს უზარმაზარი ,,ავჩარკას" მსგავსი (შეიძლება არის კიდეც, მე ვერ ვერკვევი ჯიშებში) ძაღლი დამხვდა, ის მომიახლოვდა, ფეხებზე დამყნოსა და შემდეგ ნება მომცა მოვფერებოდი, ძალიან ჭკვიანია, იქნება დაახლოებით 5 წლამდე, რუხი ფერის, ბიჭია, შევამოწმე და მკბენარიც არ ყავს, ნაკვებიც არის, ყველაფერიუესმის, არ ვიცი საიდან მოვიდა, არ მაქვს საშუალება შევიფარო, ძალიან ბევრი კატა, კნუტები, ორი უპატრონო ძაღლი, ერთი კიდევ ,,ლილია", რომელიც უკვე შვილებს ელოდება. იქნებ დაკარგულია? ცოტა ხნით დავაბით (არ იუცხოვა) მაგრამ მალევე ავუშვით, ვიფიქრეთ იქნებ წასულიყო, მაგრამ არ მიდის, სამსახურში რომ მივდივარ, ბავშვივით ტირის, მეხვევა არ მიშვებს და ცდილობს ტრტანსპორტში ჩემთან ერთად ამოსვლას. იქნებ ვინმე დაინტერესდეს და გამომეხმაუროს, გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ იქნებ პატრონი მოვუძებნოთ, მეცოდება მაგრამ შენახვასაც ვერ შევძლებ, ამ ცხოველების გამო სახლში უსიამოვნებები მატულობს მამაჩემის მხრიდან თორემ დედა ჩემზე მეტად განიცდის, გთხოვთ..... ძალიან გავს ამ ძაღლს, მხოლოდ ფერშია სხვაიბა ოდნავ ღიაა ,,ლესი” სურათს ფგადავუღებ და დავდებ, იქნებ როია?
პაატა
მახათაზე, ეკლესიასთან 19 აგვისტოს ვნახე გერმანული ნაგაზი. აშკარად დაკარგული იყო. იყო ძალიან გამხდარი და საყელო ქონდა გაწყვეტილი. ეტყობა სადმე იყო დამბული უმეთვალყურეოდ და აიწყვიტა...
nino
მარჯანიშვილის და აღმაშენებლის ქუჩებზე დადიოდა მამალი გერმანული ნაგაზი საყელოთი მოხუცებული, თვალები მგონი დაბრმავებული ქონდა.
მსგავსი განცხადებები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?